x
image
worldsport.ge
მოიესს “მიქელ გაბრიელი” გამოეცხადა

imageგუშინ, ინგლისის პრემიერლიგის მორიგ მატჩში, დევიდ მოიესის “მანჩესტერ იუნაიტედმა” ლივერპულში “გუდისონ პარკზე” 0:2 წააგო “ევერტონთან.” მოგეხსენებათ, ეს სტადიონი მოიესისთვის უცხო არ არის, ის წლების განმავლობაში წვრთნიდა “ევერტონს.” მანჩესტერელთა სეზონში მე-11 მარცხმა ცეცხლზე ნავთი დაასხა. “იუნაიტედის” ქომაგები ძალიან გაბრაზებულები არიან, ჩვენი ბრიტანელი კოლეგები კი მიიჩნევენ, რომ სეზონის ბოლოს მოიესი თანამდებობას დატოვებს. Sky Sports-ის ანალიტიკოსმა ჯეიმი კარაგერმა თქვა: “ეს იყო “მანჩესტერსის” უცუდესი 90 წუთი, რაც კი ოდესმე მინახავს. სად გაქრა მათი თამაში, საოცარია.”
საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის მიწურულს ტრიბუნაზე, მოიესის სიახლოვეს მიქელ გაბრიელის ფორმაში ჩაცმული ცელიანი კაცი გამოჩნდა. ის სტიუარდებმა გააძევეს და როგორც აღმოჩნდა, უცნაური ადამიანი “მანჩესტერის” ქომაგი ყოფილა. მართლაც კარგი იუმორი აქვთ ბრიტანელებს.



სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
320
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0