x
image
worldsport.ge
კლოპი ბარსელონაში არ იმუშავებს

imageკატალონიის “ბარსელონამ” მიმდინარე სეზონი ჩააფლავა, რაც სავარაუდოდ კამპ ნოუელთა არგენტინელ მთავარ მწვრთნელს ხერარდო (ტატა) მარტინოს პოსტის დატოვების ფასად დაუჯდება. ბოლო დროს ესპანური გამოცემები ერთდროულად რამდენიმე სპეციალისტს ასახელებენ “ბარსას” საკაპიტნო ხიდურაზე დასადგომად და მათ შორის გერმანელი იურგენ კლოპის სამთავარმწვრთნელო კანდიდატურას ლამის ფავორიტად მოიხსენიებდნენ.
მოვლენათა შესაძლო განვითარებას თავად კლოპი “ბორუსიას” ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით გამოეხმაურა: “დორტმუნდელ გულშემატკივრებს მოვუწოდებ მშვიდად იყვნენ. ჩვენ ყველას გვიყვარს “ბორუსია”, მე კი კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ივნისამდე მაქვს ხელმოწერილი. ხელშეკრულების ამოწურვამდე დორტმუნდიდან წასვლას არსად ვაპირებ”.


გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
65
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
65
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0