x
image
worldsport.ge
ფალკაო მუნდიალზე წავა

image იანვარში კოლუმბიის ნაკრებისა და “მონაკოს” ვარსკვლავმა რადამელ ფალკაომ მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა და ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლის საკითხი დიდი კითხვის ნიშნით დააყენა. თუმცა, ქირურგი ხოსე კარლოს ნორონია, რომელმაც რადამელს ოპერაცია ჩაუტარა ირწმუნება, რომ ფალკაო მუნდიალზე გამოსვლას მაინც მოახერხებს. სხვა საკითხია, როგორ ფორმაში შეხვდება კოლუმბიელი მსოფლიო ფეხბურთის უპირველეს ფორუმს.
“ვფიქრობ ფალკაო მოასწრებს აღდგენითი პროცესის დასრულებას და კოლუმბიის ნაკრების მწვრთნელებს მისი სამუნდიალე განაცხადში შეყვანაც შეეძლებათ, ოღონდ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ რადამელი ოპტიმალურ ფორმაში შესვლას ბრაზილიის ტურნირის სტარტის წინ ვერ მოასწრებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ფალკაო თავის შესაძლებლობებს სრულად ვერ წარმოაჩენს”, - ნორონიას ეს სიტყვები ფრანგულ გამოცემა L’Equipe-ს მოჰყავს.

გოჩა კაჭარავა

www.worldsport.ge

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0