x
მეტი
  • 24.05.2017
  • სტატია:66527
  • ვიდეო:319177
  • სურათი:418251
ყვარლის გამგებელსა კოალიცია „ბურჯანაძე - გაერთიანებული ოპოზიციას“ შორის მოლაპარაკებები მიდის

ქევხიშვილი







შესაძლოა ყვარლის
მოქმედი გამგებელი, დავით ქევხიშვილი ოპოზიციური კოალიციის ერთ-ერთი სახე გახდეს. ამაზე
დღეს ყვარელში უკვე ბევრი საუბრობს.
გავრცელებული ინფორმაციით
ქევხიშვილი „ბურჯანაძე- გაერთიანებული ოპოზიციის“ გამგებლობის კანდიდატი იქნება.
როგორც სანდო წყარო
იუწყება, აღნიშნულ საკითხზე ყვარლის მოქმედი გამგებელი ოპოზიციური კოალიციის წარმომადგენლებს,
კონკრეტულად კი ბადრი ბიწაძეს მეუფე სერგისთან
სტუმრობის დროს ესაუბრა.
შეგახსენებთ, რომ
ბოლო პერიოდში ყვარლის გამგებელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ „ქართულ ოცნებაში“ დაპორტირებულ
საკრებულოს წევრებთან უთანხმოების გამო რამდენიმე სკანდალში გაეხვა და მასზე სიხლის
სამართლის საქმეც აღიძრა, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილებით ქევხიშვილმა თანამდებობა
მაინც შეინარჩუნა.


წყაროს ინფორმაციით
„ყვარლის მოქმედ გამგებელს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს და მას „ქართული ოცნების“
გარეშეც არჩევნების მოგების ყველაზე დიდი შანსი აქვს.

0
129
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
129
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0