x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508438
ანი ტყებუჩავა დედა გახდა

imageპოპულარული ქართველი მსახიობი ანი ტყებუჩავა საზოგადოებამ სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო და მალევე შეიყვარა. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ კი ანიმ იქორწინა. მისი რჩეული რეჟისორი ლევან ბარამიძე გახლავთ. წყვილმა ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო. მალევე აღმოაჩინეს, რომ ერთმანეთისთვის მეგობრებზე მეტი იყვნენ. "არ ვცდილობთ ერთმანეთი შევცვალოთ, ისეთი მიყვარს როგორიცაა და მასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს ჩემს მიმართ. საოცრად კომფორტული, თბილი და ყურადღებიანი ადამიანია. ძალიან უყვარს თავისი პროფესია, რაც ძალიან მიხარია"-გვიამბობდა ანი. image
ანის ორსულობის გამო შეიცვალა პოპულარული ქართული სერიალის "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარი, ნინა ტყუპების მოლოდინშია... "ნინასნაირი ორსულობა არ მაქვს და, იმედია, არც ჩემი ქმარი იტანჯება ისე, როგორც დათო. ცოტა დილით მიჭირს ხოლმე, თორემ ისე ჩვეულებრივად ვარ. მივხვდი, რომ ეს ის თვეებია, როცა შემიძლია ჭირვეული ვიყო, მაგრამ ღამის 4 საათზე მარწყვი არ მინდება. იმდენი უმნიშვნელო დეტალია, იმდენი რამაა გასაფრთხილებელი, რომ, ცოტა არ იყოს, დავიძაბე. არ იცი, შენთვის რა არის კარგი და ცუდი. რასაც აქამდე, 30 წლის განმავლობაში ვაკეთებდი ჩვეულებრივად, უცებ უნდა შევცვალო. ვერ ვხვდები, რისი უნდა მეშინოდეს, რისი – არა, შეიძლება ისეთი წამალი დალიო, რაც არ გესმევა და ა.შ"-გვიამბობდა ანი.

ანიმ 15 აპრილს იმშობიარა და პატარა ნენეს დედა გახდა. მსახიობს სურდა ბუნებრივად ემშობიარა, მაგრამ საკეისრო კვეთა დასჭირდა. პატარა ნენე 3 კილო და 850 გრამი გაჩნდა. ისეც მგრნობიარე მსახიობი შვილის დაბადებამ უფრო გულჩვილი გახადა. imageimageimage


0
888
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
888
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0