x
image
worldsport.ge
კობი ბრაიანტი ვარჯიშს იწყებს

imageენბეას და “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” ერთ-ერთმა საუკეთესო კალათბურთელმა, კობი ბრაიანტმა ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი უქმობის შემდეგ ექიმებისგან ვარჯიშის განახლების უფლება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბრაიანტმა აქილევსის მყესისა და მუხლის ტრავმის გამო 2013-14 წლების სეზონში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა. გამოკვეთილი ლიდერის არყოფნის გამო ენბეას ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა “ლეიკერსმა” მიმდინარე სეზონი ჩააგდო, დასავლეთ კონფერენციის რეგულარულ ჩემპიონატში მე-14 ადგილზე გავიდა და პლეი ოფის მიღმა დარჩა.

როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0