x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
მძლავრი ზეწოლის გამო რუსეთი იძულებული გახდა უკრაინისათვის, მიტაცებული საზღვაო ხომალდების და ტექნიკის დაბრუნება დაეწყო.


image
image

ყირიმის ნახევარკუნძულზე, რუსების მიერ ბლოკირებული უკრაინული სამხედრო–საზღვაო ძალების ორ ხომალდს, რუსებმა ბლოკადა მოხსნეს და უკრაინელებს დაუბრუნეს!
ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა და უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარემ–ტურჩინოვმა.
რუსეთზე მძლავრი ზეწოლის გამო, რომელსაც ანხორციელებს ევროპული სტრუქტურები და ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი იძულებული გახდა ყირიმის ნახევარკუნძულზე მიტაცებული უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ბაზებზე მყოფი სამხედრო ტექნიკის დაბრუნება დაიწყოს.
უკრაინულ მხარეს უკვე გადაეცა სარაკეტო კატარღა "Прилуки" და უზრუნველყოფის ხომალდი "Фастов"–ი, რომლების სევასტოპოლის სამხედრო–საზღვაო ბაზიდან უკვე გადაყვანილი არიან ოდესის პორტში.
"ჩვენ აუცილებლად შევძლებთ, უკრაინის თავდაცვის უწყებას დაუბრუნდეს ყველა სახის მიტაცებული სამხედრო ტექნიკა და მცურავი საშუალებები, რომელიც დღესდღეობით რუსეთის ხელშია".–დაამატა ტურჩინოვმა.
ასევე უკვე დაიწყო ნახევარკუნძულიდან უკრაინული თვითმფრინავების, ვერტმფრენებისა და სამხედრო ტექნიკის უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანა.



0
271
17-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
271
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0