x
image
worldsport.ge
ლეონარდოს მწვრთნელად მუშაობა მოენატრა

imageიტალიური “ინტერისა” და “მილანის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლეონარდომ, რომლის ბოლო სამუშაო ადგილიც პსჟ-ს სპორტული დირექტორის პოსტი იყო, სამწვრთნელო კარიერის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შესახებ ბრაზილიელმა RMC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
“პსჟ-სთვის აღარ ვმუშაობ. დიდ პატივს ვცემ ამ კლუბის პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაფის, მაგრამ მე იქ უკვე აღარ ვმუშაობ. პარიზში უდიდესი გამოცდილება შევიძინე, მაგრამ ეს გუნდი და ქალაქი უკვე დავტოვე. ჩვეულებრივი მოვლენაა, როდესაც რაღაცეები იცვლება და პსჟ-ში დაბრუნებას აღარ ვაპირებ. ვიმედოვნებ, რომ ლორან ბლანი გუნდთან მუშაობას გააგრძელებს. მე კი, საკუთარი ცხოვრების შეცვლას ვაპირებ. მივიღე გადაწყვეტილება სამწვრთნელო კარიერას დავუბრუნდე, მაგრამ არა პარიზში. დარწმუნებული ვარ, ამ გუნდს ჩემს გარეშეც დიდი მომავალი ელის” - განაცხადა ლეონარდომ.


www.worldsport.ge

0
13
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
13
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0