x
image
worldsport.ge
ორი ამერიკელი მილიარდერი 200 მილიონად “ასტონ ვილას” შეძენას გეგმავს

imageამერიკული კონსერციუმი, რომელიც ორ ამერიკელ მილიარდერს ეკუთვნის, ინგლისის პრემიერლიგის “ასტონ ვილას” შეძენას აპირებს.
The Telegraph-ის ცნობით, ბიზნესმენები ბირმინგემულ კლუბს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძენენ, თუ ისინი პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ. ჩემპიონშიპში გავარდნა ავტომატურად იმის მანიშნებელი იქნება, რომ გარიგება აღარ შედგება. მოცემული მომენტისთვის “ასტონ ვილას” 34 ქულა აქვს, მე-14-ე პოზიციაზეა და გასავარდნ ზონას 4 ქულა აშორებს. მათ კიდევ ხუთი თამაში აქვთ ჩასატარებელი და კონკურენტების უმეტესობას მხოლოდ ოთხი მატჩი დარჩა გასამართი.
ბირმინგემულ კლუბს ამჟამად ასევე ამერიკელი რენდი ლერნერი ფლობს, რომელმაც 8 წლის წინ “ასტონ ვილას” შესაძენად 62, 6 მილიონი გირვანქა გადაიხადა და ამ პერიოდში ფეხბურთელების შესაძენად თუ სხვა ხარჯებისთვის 250 მილიონი დახარჯა. ამჟამად ბიზნესმენებს კლუბის შესაძენად 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევთ.
მოცემული მომენტისთვის ამერიკელი ბიზნესმენები ლონდონის “არსენალს” (სტენ კრონკე), “ლივერპულს” (ჯონ უილიამ გენრი), “მანჩესტერ იუნაიტედს” (მალკოლმ გლეიზერი) და კიდევ რამდენიმე ინგლისურ კლუბს ფლობენ.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0