x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ადამიანი, რომელსაც სახე არ აქვს. (ძალზედ შემზარავი ისტორია)
ცხოვრება მუდამ ფათერაკებით არის სავსე და არასოდეს ვიცით რომელ ნაბიჯზე რა "უბედურება" გველოდება. ერთი კაცის, ვინმე Dallas Vince-ს შემზარავი ისტორია, რომელმაც სახე დაკარგა, ემოციის გარეშე არ დაგტოვებთ.


image
image



დალასს უბედური შემთხვევა ერთ-ერთი ადგილობრივი ეკლესიის ფასადის შეღებვის დროს შეემთხვა. დალასი ღებვის პროცესში იდგა სატვირთოს ამწეს კიბეზე, რომელიც შემთხვევით ელექტროგადამცემ ხაზს დაედო და დალასმა განიცადა სერიოზული დამწვრობა. ექიმები იძულებულნი შეიქმნენ მოეცილებინათ სახიდან მკვდარი ქსოვილები, კუნთები და ნერვები, რის შემდეგაც მას კანი ზურგიდან გადაუნერგეს სახეზე. დალასმა ამ შემთხვევის გამო მხედველობა, ყნოსვის და შეგრძნების უნარი დაკარგა.



თუმცა განსაზღვრული პერიოდის შემდეგ ექიმებმა კვლავ განიხილეს დალასის დიაგნოზი, რის შემდეგაც უპრეცედენტო და წარმატებული ოპერაცია ჩაუტარეს. დალასს უკვე შეუძლია აკოცოს და ჩაეხუტოს თავის გოგონა- სკარლეტს, იგრძნოს სუნი, იმეტყველოს და გავიდეს სასეირნოდ ან თუნდაც კაფეში ფინჯანი ყავის დასალევად.



image

image

image




იმის გამო, რომ დალასს ათამდე სახის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი და იმუნური სისტემაც თავისთავად დაქვეითებული იყო, ექიმები ვერ იმედოვნებდნენ, რომ სახის გადანერგვის ურთულესი ოპერაცია გართულებების გარეშე ჩაივლიდა. დონორის პოვნის შემდეგ დალასი გაემგაზვრა ბოსტონში ოპერაციის ჩასატარებლად. "ტრანსპლანტაციამ" წარმატებით ჩაიარა და დალასი დღეს ბედნიერია, რომ შეუძლია იგრძნოს 4 წლის სკარლეტის კოცნა, ესმის სუნი და შეუძლია დამოუკიდებლად, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე ჭამოს და დალიოს.


image




30-მდე ოპერაციის შემდეგ კი დალასი კვლავ განაგრძობს ბრძოლას და რეაბილიტაციის ცენტრებში მკურნალობას. შეეგუა ახალ სახეს და პრეს-კონფერენციაზე, სადაც მკურნალ და ქირურგ ექიმებთან ერთად იმყოფებოდა, შეძლო სიტყვით გამოსვლა და დასმულ კითხვებსაც უპასუხა.


image

image

image




P.S. ღმერთმა გააძლიეროს. სრულ გამოჯანმრთელებასა და მხედველობის აღდგენას ვუსურვებ გულითა და სულით.

6
1281
18-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1281
  
2015, 23 იანვარი, 17:40
ნამდვილად საშინელებაა :(
2015, 23 იანვარი, 17:24
ღმერთო ჩემო რა საშინელებაა :( ღმერთმა დაიფაროს ყველა ასეთი რამისგან და დალასს გამოკეთებას და დიდხან სიცოცხლეს უსურვებ.
2014, 17 აპრილი, 19:31
დავდე ინ ამ კაცის ფოტო და ნახე.
2014, 17 აპრილი, 19:29
ჰო:(არადა საინტერესო იყო :(
2014, 17 აპრილი, 19:20
საიდანაც ვთარგმნე, მეტი ფოტო არ იდო მისი ინ, მეც დავინტერესდი.
2014, 17 აპრილი, 19:15
გიერთდები:(
საინტერესოა როგორი იყო თავიდან?
0 1 6