x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
იყო თუ არა ქართველი პეტრე პირველი?
imageარსებობს გარკვეული საფუძველი ვავარაუდოთ, რომ რუსეთის იმპერატორის - პეტრე დიდის მამა ქართველი იყო. ამ ვერსიის თანახმად, რომელსაც მოგვიანებით აღმოჩენილი რამდენიმე მტკიცებულება ამყარებს, პეტრე ქართველი უფლისწულის, ირაკლის შვილი იყო. ბავშვობიდანვე იგი რუსეთის სამეფო კარზე იზრდებოდა, ახლოს იყო ნატალია ნარიშკინასთან. "ალექსეი მიხაილოვიჩის" სასახლეში ირაკლი ცნობილი იყო, როგორც ნიკოლაი დავითის ძე(Николай Давидович), შემდგომ იგი გახდა ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე I. ამგვარად ის რუსეთის დიდი მიღწევები, რაც პეტრე I-მა განახორციელა ისევ ქართველების დამსახურებაა.



ერთი წლით ადრე, ვიდრე პეტრე დაიბადებოდა, იმპერატორი ალექსეი მძიმედ ავად იყო და ნამდვილად არ შეეძლო ნაყოფი ჩაესახა.დედოფალთან ერეკლე ბაგრატიონი შეუშვეს, რომელსაც სამეფო სისხლი ჰქონდა.

საბჭოთა ისტორია მთელი ამ ხნის განმავლობაში სდუმდა ამ ფაქტზე და საგულდაგულოდ მალავდა პეტრე დიდის ქართულ წარმომავლობას.არსებობს სტალინის სიტყვები:"მოდით დავუტოვოთ "მინიმუმ" ერთი რუსი მაინც, რომ იმით იამაყონ".


როდესაც ალექსეი ტოლსტოი მუშაობდა რომანზე "პეტრე I", მას ხელში ჩაუვარდა დოკუმენტები, მწერალმა გადაწყვიტა იგი დაუყონებლივ სტალინისთვის ეჩვენებინა, თუმცა საბჭოთა ბელადმა უბრძანა ეს თემა მიეჩქმალა და გაჩუმებულიყო.



იოსებ ბესარიონის ძეს ასეთი საქციელი გასაგებიც იყო, ამხელა იმპერიას ქართველი მართავდა და კიდევ ერთი ქართველის ამოტივტივება.....


ახლა პეტრეს გარეგნობაზე გადავიდეთ, იგი ზედგამოჭრილი ქართველი იყო, შავთმიანი, შავთვალება, ცხვირიც ქართული ჰქონდა და ძალიან წააგავდა მამამისს, ერეკლე პირველს..image


ახლა რაც შეეხება სხვა ფაქტებს:თავიდან პეტრეს დედას, დედოფალ ნატალია ნარიშკინას არ სურდა შვილისთვის სახელმწიფოს მართვა ჩაებარებინა, იგი ამბობდა:"ის მეფე არ შეიძლება იყოს"...პეტრემ ქვეყნის მართვის სადავეები ბუნტის მეშვეობით აიღო....პეტრეს არა რუსული წარმოშობის დამადასტურებელია მეფის ასულის სოფიას წერილი, რომელიც თავად გოლიცინს გაუგზავნა:"არ შეიძლება მმართველობა ხელში ჩაიგდოს "ბასურმანმა", სიტყვა "ბასურმანი"-უცხომიწელს ნიშნავდა.

არსებობს კიდევ საქართველოს მეფის არჩილ II-ის წერილი, რომელიც ნარიშკინას მისწერა:"როგორაა ჩვენი ცელქი ბიჭი?"


ბოლოს რაც შეეხება თვითონ პეტრეს:მას შესთავაზეს დაქორწინებულიყო ქართველ მეფის ასულზე, რაზეც მან უპასუხა:"მე მოგვარეზე ვერ დავქორწინდები", რაც იმას მიუთითებდა, რომ მან ბრწყინვალედ იცოდა თავის წარმომავლობა.image

0
855
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
855
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0