x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
ყველაზე მძლავრი ბაიკი დედამიწის ზურგზე, რომლის მომავალი ტესტირების შედეგები ვერ მოვიძიე.

მოგეხსენებათ ადამიანის ფანტაზიები საკმაოდ "შორს მიდის", ასეა ამ შემთხვევაშიც. ტექნიკურ საკითხებში "განსწავლულმა" მამაკაცმა გადაწყვიტა დაეპროექტებინა და გაეკეთებინა ბაიკი რეაქტიული ძრავით, რომლის სიმძლავრე არც მეტი და არც ნაკლები 3800 ცხენისძალაა, წონა კი 2940 კილოგრამი და ბაიკის სიგრძე კი 6, 2 მეტრი.
2010 წელს ბაიკი უკვე დაპროექტებულიც იყო და ძირითადი სამუშაოებიც შესრულებული გახლდათ. იმ პერიოდისათვის ბაიკზე დასამონტაჟებელი იყო საწვავის ავზი, სამუხრუჭე სისტემა, მაყუჩი გამონაბოლქვისათვის, სკამი ბაიკერისათვის. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა ვერ მოვიძიე უახლესი მასალა ამ ბაიკზე და მის ავტორზე. მაინტერესებდა პროექტი სრულად განხორციელდა თუ მიზეზთა გამო დარჩა განუხორციელებელ "მისიად".
პირადად ჩემი მოსაზრებით ამ ბაიკს ტესტირებისას პრობლემები შეექმნებოდა შემდეგი მახასიათებლების გამო.
1. ამ წონის, სიმძლავრის და პარამეტრების მქონე ბაიკს სამუხრუჭე სისტემა ვერ გაუძლებდა, ორი საბურავის პირობებში.
2. რეაქტიული ძრავის მაყუჩიდან გამოსული რეაქტიული ცეცხლის ჭავლი უკანა საბურავს თავის "დისკოიანად" გაალღობდა.
2. როგორ უნდა დამჯდარიყო ბაიკერი სკამზე, თუ მის ქვეშ ტურბინის ტემპერატურა რამდენიმე ასეული გრადუსი იქნებოდა, რეაქტიული ძრავის გამო. 3."სპოილერების" გარეშე ეს ბაიკი სტაბილურად ვერ შეინარჩუნებდა მიმართულებას და შესაძლოა სტარტზევე განეცადა "კრახი".

გთავაზობთ სურათებს ამ მეტად უცნაურ ბაიკზე და გთხოვთ, რაიმე ინფორმაცია თუ გაგაჩნია სიახლის მხრივ ამ ბაიკზე მომწეროთ კომენტარებში.

imageimageimage




5
62
15-ს მოსწონს
4-ს არა
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
62
  
2014, 18 აპრილი, 13:42
4 ანლაიქი უდრის 4 ნახვას. :)))))))))))))))))))
2014, 17 აპრილი, 22:09
თვითმფრინავის ტურბინაა.
2014, 17 აპრილი, 21:51
ეს რაღაც რექტიულ რაკეტას გავს.
2014, 16 აპრილი, 16:41
სგ ძმაო ამათ:D
0 1 5