x
image
მანჩო 777
ლეონარდო და ვინჩი-იდუმალებით მოცული გენიალური მხატვარი და გამომგონებელი
1452 წლის 15 აპრილს დაიბადა გენიალური მხატვარი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი-ლეონარდო და ვინჩი. მინდა თქვენთან ერთად გავიხსენო ამ საოცრად ჭკვიანი ადამაინის ცნობილი გამოგონებები და საიდუმლოებები, რომლებიც მის შემოქმედებას უკავშირდება.


ტყვიამფრქვევის პროტოტიპი


ლეონარდიო აქტიურ პროპაგანდას უწევდა სამხედრო ტექნიკურ იდეებს. ამ დანადგარში მან მიაგნო ტყვამფრქვევის მუშაობის პრინციპს, თუმცა სრულ დახვეწამდე მას ჯერ კიდევ ბევრი აკლდა.

image



ავტომობილი

ითვლება, რომ ჯერ კიდევ შორეულ 1478 წელს დაებადა და ვინჩის ავტომობილის შექმნის იდეა. მის ავტოს დაახლოებით ასეთი კონსტრუქცია ჰქონდა.

image


პირველი ველოსიპედი ისტორიაში

ველოსიპედის პირველი ტექნიკური ნახაზები ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის. მან ეს მაკეტი 1474 წელს შექმნა.

image


საკისარი

საოცარია, მაგრამ და ვინჩის რვეულებში აღმოჩენილია საკისრის წინაპრის ნახაზებიც კი.

image


პარაშუტი

თავის ხელნაწერებში ლეონარდო ზუსტად აღწერდა მოწყობილობას, რომლითაც შესაძლებელი იყო დიდი სიმაღლიდან დაშვება.

image


აკვალანგი და თხილამურები

ლეონარდოს წყალი ძალიან უყვარდა. მან გამოიგონა და აღწერა სასუნთქი აპარატი წყალქვეშ ცურვისათვის.

image


ტანკი

აი ასეთი სასაცილო ტანკი წარმოადგენდა თანამედროვე ტანკების წინაპარს. მისი ნახაზები ლეონარდოს ეკუთვნის.

image


მოწყობილობა, რომლითაც შესაძლებელია ძაფის დახვევა კოჭაზე

image

ამ მოწყობილობის გამოგონებით დიდმა და ვინჩიმ ბევრ მკერავს გაუადვილა სამუშაო.


რობოტი-რაინდი

1495 წელს ლეონარდო და ვინჩიმ პირველმა ჩამოაყალიბა იდეა "მექანიკური ადამიანის-რობოტის შესახებ".გამომგონებლის აზრით, ეს მოწყობილობა წარმოადგენდა მანეკენს, რომელსაც რაინდის საჭურველი და აბჯარი ჰქონდა და მას შეეძლებოდა ადამიანის ბრძანებების შესრულება.

image


მონა ლიზა და მისი ღიმილი

მონა ლიზას საიდუმლო ღიმილის ამოცნობაზე ასეული წლებია მეცნიერები დაობენ. თითქმის ყოველ წელს გამოჩნდება სწავლული, რომელიც აცხადებს:"საიდუმლო ამოსხნილია".მაგრამ გამოცანა გამოცანად რჩება.

image


ხელნაწერები

ლეონარდოს ორივე ხელით ერთნაირად შეეძლო წერა, თან სარკისებურად, ანუ მარჯვნიდან მარცხნივ. საინტერესოა, რომ ის ხანდახან სპეციალურად უშვებდა შეცდომას, რომ მისი იდეა სხვებს არ მოეპარათ. ამიტომაა, რომ მისი ბევრი გამოცანა დღემდე ამოუხსნელი დარჩა.

image


ადამიანის ანატომია

image


საინტერესო ფაქტია, რომ და ვინჩი ითლება კარიკატურული ნახატების გამომგონებლად იმის გამო, რო ის ხშირად ხატავდა ადამიანების დამახინჯებულ სხეულებს. 2005 წელს აღმოაჩინეს ლეონარდოს საიდუმლო ლაბორატორია. აქ იყო მხატვრის ხელშეუხებელი ფრესკები და ოთახი გვამების გასაკვეთად. ლეონარდო და მისი მოწაფეები ანატომიის შესასწავლად ასობით გვამის გაკვეთას ახდენდნენ.

image


საიდუმლო სერობა

ამ ფრესკის დახატვას საინტერესო ისტორია აქვს. მის შესაქმნელად დიდი მხატვარი დიდხანს ეძებდა პროტოტიპებს: იესოში სიკეთე უნდა ყოფილიყო განსხეულებული, ხოლო იუდაში -ბოროტება.

იესოს პროტოტიპი ლეონარდომ ტაძარში მგალობელ ყმაწვილებს შორის იპოვა. ის მოხიბლა ბიჭის უმანკო სახემ და მისმა ხავერდოვანმა ხმამ. ყმაწვილი იესოს მოდელი გახდა.

გავიდა სამი წელი. ლეონარდო ვერა და ვერ ახერხებდა იუდას პროტოტიპის პოვნას. ერთხელაც მან ბინძურ ორმოში მძინარე გალეშილი ახალგაზრდა კაცი დაინახა, რომელსაც სახეზე ყველაზე ბილწი და ბოროტი გამომეტყველება ჰქონდა. მხატვარმა კაცი პირდაპირ ტაძარში წააყვანინა და მისი ცოდვებში ჩაძირული სახისაგან იუდას ესკიზი შექმნა. ამასობაში მთვრალი გამოფხიზლდა, მიაშტერდა ფრესკას და წამოიძახა, რომ ეს სურათი მას უკვე ნანახი ჰქონდა.

"-როდის ნახე?– გაოცდა ლეონარდო.

-სამი წლის წინ, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ყველაფერს დავკარგავდი. მაშინ მე ტაძრის გუნდში ვგალობდი და ჩემი ცხოვრება ოცნებებით იყო სავსე.....და ერთმა მხატვარმა ჩემი სახიდან იესო ქრისტე დახატა"–უპასუხა ლოთმა".


image

0
839
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0