x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ცნობილი ფილმები, რომლებიც ყირიმშია გადაღებული
ყირიმის საუცხოო ბუნება დიდი ხანია რეჟისორების შთაგონების წყაროდაა ქცეული. საბჭოთა პერიოდში ეს იყო ერთგვარი "ჰოლივუდი", სადაც ბევრი ფილმია გადაღებული. საინტერესოა, რომ ყირიმი ფილმებში არა მხოლოდ "თავის თავს" თამაშობს, არამედ უცხოეთსაც: მაგალითად, ამერიკას - ვლადიმის ვაინშტოკის "უთავო მხედარში", ძველ იერუსალიმს ვლადიმირ ბორტკოს "ოსტატი და მარგარიტაში".


ქვემოთ კი შეგახსენებთ ჩვენთვის ყველასათვის კარგად ცნობილ იმ ფოლმებს, რომლებიც ამ მშვენიერ მხარეში გადაიღეს.


1. ლეონიდ გაიდაის მიერ 1973 წელს გადაღებული "ივან ვასილის-ძე იცვლის პროფესიას". ყირიმი კადრში ჩნდება მუსიკალური ნომრის გადაღებისას.


image



2. ისევ გაიდაის მიერ 1966 წელს გადაღებული ფილმი "კავკასიელი ტყვე ქალი ანუ შურიკის ახალი თავგადასავალი". რაც არ უნდა გასაკვრი იყოს, ყირიმს ამ ფილმში კავკასიის როლი ერგო.

image


3. "მიო, ჩემო მიო" - ვლადიმირ გრამატიკოვის 1987 წელს გამოსული საბჭოთა-ნორვეგიულ-შვედური ფილმი.


image


4. ალექსანდრე ბელიაევის რომანის მიხედვით, 1961 წელს შექმნილი ფილმი "ადამიანი-ამფიბია". რეჟისორებმა - ვლადიმირ ჩებოტარევმა და გენადი კაზანსკიმ ყირიმი აირჩიეს გამჭვირვალე წყლის გამო.


image


5. ალექსანდრე პტუშკოს 1961 წელს გადაღებული "ალისფერი იალქნები".


image


6. ვლადიმირ ვაინშტოკის 1973 წელს გამოსული ფილმი "უთავო მხედარი", მაინ რიდის რომანის მიხედვით.


image


7. "ალადინის ჯადოსნური ლამპარი": 1966 წელს ბორის რიცარევის მიერ გადაღებულ ფილმში ყირიმი ბაღდადის "როლს" ასრულებდა.


image

8. ჯორჯ კრუკორის "ცისფერი ფრინველი" (1975) - საბჭოთა კავსირისა და აშშ-ს ერთობლივი ნაწარმოები მორის მეტერლენკის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. მთავარ როლში ელიზაბედ ტეილორი.


image


9. ვლადიმირ ბორტკოს "ოსტატი და მარგარიტა" (2005 წ.)


imageimage
imageimage







0
373
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0