x
image
worldsport.ge
სიმეონე კურტუაზე და იკარდიზე

imageმადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ განაცხადა, რომ მეკარე ტიბო კურტუა “ჩელსის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებში ითამაშებს. ბელგიელი მეკარე ლონდონელთა საკუთრებაა და იყო საუბარი, რომ “ატლეტიკოს” “ჩელსისთან” მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება კურტუას გამოყვანა, თუ თითოეულ მატჩში 3 მილიონ ევროს გადაიხდის. ანუ, ჯამში 6 მილიონს.
მოგვიანებით, უეფა-ში განაცხადეს, რომ მეკარეს “არისტოკრატების” წინააღმდეგ თავისუფლად შეუძლია თამაში და თანხა არაა გადასახდელი. თუმცა, სხვა რამ თქვა ლონდონელთა გუნდის თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ – თუ”როხიბლანკო” კურტუას ჩვენს წინააღმდეგ კომპენსაციის გარეშე ათამაშებს, მომდევნო სეზონში იჯარა არ იმოქმედებს და “ატლეტიკო” კურტუას მთელი სეზონის განმავლობაში ვერ გამოიყენებსო.
სიმეონე კი ამბობს: “ვერაფრით დაგიმტკიცებთ, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ კურტუა “ჩელსითან” მატჩებში ითამაშებს”.
ამასობაში, სიმეონემ განაცხადა, რომ დაინტერესებულია “ინტერის” ფორვარდ მაურო იკარდით. ესპანური პრესის ინფორმაციით, “ატლეტიკო” უახლოეს დღეებში დაიწყებს იკარდისთან მოლაპარაკებებს და 15 მილიონ ევროს შესთავაზებს მილანურ კლუბს. ”ინტერის” არგენტინელი თავდამსხმელი ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია.

ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0