x
image
worldsport.ge
“ვერონას” მწვრთნელს ჭანტურიასი ეიმედება

imageიტალიურმა “ვერონამ” დაადასტურა, რომ ზაფხულში რამდენიმე მოწვეულ ფეხბურთელს შორის გიორგი ჭანტურიაც იქნება.ამის შესახებ გუნდის მწვრთნელმა ანდრეა მანდორლინიმ განაცხადა.
რუმინული Prosport-ი წერს, რომ ჭანტურია “კლუჟში” ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც ელოდნენ, თუმცა “ვერონას” მისი იმედი აქვსო.
ცნობილია, რომ “ვერონას” დატოვებს არგენტინელი შემტევი ხუან იტურბე, რომელიც მშვენიერ სეზონს ატარებს. იტურბე “პორტოს” საკუთრებაა, განათხოვრებითაა იტალიურ კლუბში და პორტუგალიელები დაიბრუნებენ, თუმცა დიდი ალბათობით, ეს ფეხბურთელი საკმაოდ ძლიერ კლუბში გააგრძელებს კარიერას: საუბარია “ლივერპულზე”, “რომაზე”...



ილია ნანობაშვილი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0