x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ფსიქოლოგების რჩევები მამაკაცებს: როგორ მოვხიბლოთ გოგონა ერთ დღეში
როგორც ცნობილია, ქალბატონების უმრავლესობას ჭკვიანი, სიმპატიური და მზრუნველი მამაკაცები იზიდავთ. თუ გსურთ გოგონა ინტიმურ ურთიერთობაზე მხოლოდ ერთ დღეში დაითანხმოთ, მაშინ ეცადეთ ქვემოთ მოცემული რჩევები გაითვალისწინოთ.

მამაკაცებს უყვართ თვალებით, ქალბატონებს კი ყურებით, ასე რომ რისი მოსმენა სურთ სუსტი სქესის წარმომადგენლებს მამაკაცებისგან? კვლევები აჩვენებს, რომ ქალბატონებს უყვართ საუბარი ისეთ თემებზე, რომლის ფარგლებშიც მამაკაცისადმი ნდობა უჩნდებათ. საუბრები რომლებიც მათ აიძულებთ თავი ინტელექტუალად და სექსუალურად იგრძნონ. არ ღირს თავი თქვენი ფინანსური მდგომარეობით მოიწონოთ იმ შემთვევაში, თუ ეს სრული სიცრუეა. ქალები ტყუილს მარტივად ხვდებიან. უკეთესი იქნება თუ სრულიად ბუნებრივად და თავისუფლად მოიქცევით. ქალში თანაგრძნობა უნდა გამოიწვიოთ, აი, ეს არის ერთ–ერთი მარტივი საშუალება ერთ დღეში ქალის ინტიმურ ურთიერთობაზე დათანხმებასთან დაკავშირებით.

ქალბატონის მოხიბვლისთვის მთავარი სამი რამ არის: ქარიზმა, სექსუალური მიმზიდველობა და ნდობა. როგორც ცნობილია ქარიზმა გარეგნულ მონაცემებთან არაფრით არ არის დაკავშირებული. ამ მახასიათებელს საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები ფლობენ, რომლებმაც კარგად იციან თუ რა სურთ. ქალბატონთან ურთიერთობისას უნდა იყოთ მომთხოვნი და მეტად მომხიბვლელნი – რთულია რაიმეზე უარი უთხრას ქალმა მამაკაცს, რომელიც დაჟინებით ილტვის მისკენ.

გახდე სექსუალურად მიმზიდველი არცთუ ისე რთულია. ისწავლეთ ქალის მოსმენა, არ გაუსვათ ხაზი მის ნაკლოვანებებს და ეცადეთ გრძნობის გამომხატველი ქმედებებისა და ჟესტების შესწავლას. თითქმის ვერცერთი ქალი ვერ იტყვის იმ კაცზე უარს, რომელსაც მოსმენის უნარი აქვს. თავად რაც შეიძლება ცოტა ისაუბრეთ და დიდი ინტერესი გამოავლინეთ იმ ისტორიისადმი, რასაც ქალი ყვება. ადამიანები, რომლებიც ვინმესგან ინტერესსა და ყურადღებას გრძნობენ, მსმენელისადმი დადებითი გრძნობებით განიმსჭვალებიან.


სოციალური გამოკითხვები იუწყებიან, რომ ქალბატონების 80 პროცენტი მამაკაცის შეფასებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას მის თვალებს ანიჭებს. აქედან გამომდინარე, მამაკაცს ძალიან მარტივად შეუძლია ქალის მოხიბვლა საკუთარი გამომეტყველებით.

ექიმი რეიჰოლდის კვლევებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის თვალის გუგები ლამაზი ქალის დანახვისას ფართოვდება. იმისათვის რომ სექსუალური გამომეტყველება მიიღოთ, თავიდან ქალს თვალი მოაცილეთ რამდენიმე წამით, შემდეგ კი თქვენც ჩახედეთ თვალებში. გუგები თავად გამოამჟღავნებენ თქვენს დამოკიდებულებასა და სურვილს, რასაც ქალი აუცილებლად შეამჩნევს.

აღსანიშნავია, რომ შინ მომზადებული ვახშამი, რომანტიკულ გარემოსა და სანთლების შუქზე, ნებისმიერ ძვირადღირებულ რესტორანზე უფრო ეფექტურად მუშაობს. ქალი, რომელიც შინ გესტუმრებათ, უკვე გენდობათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მისთვის სულერთი არ ხართ. ქალბატონზე დიდი გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ მამაკაცმა იცის მომზადება და შესწევს რაღაცის ორგანიზების ძალა.

არ დაგავიწყდეთ, ქალს შესწევს ძალა ნებისმიერ ტყუილს მარტივად მიუხვდეს მამაკაცს, მაგრამ თუ მას გარკვეული გრძნობები გააჩნია ამ მამაკაცისადმი, იგი აუცილებლად დახუჭავს თვალს რაღაცებზე. ეცადეთ ზედმეტად არ მოაბეზროთ თავი ქალბატონს. დასახული მიზნის ასრულებისა და ინტიმური ურთიერთობის შემდეგ სუსტი სქესის წარმომადგენელს არ აგრძნობინოთ, რომ ყველაფერი რაც თქვენ მოიმოქმედეთ, მხოლოდ ერთი ტკბილი და სასაიმოვნო რამისთვის გააკეთეთ. არ მოიქცეთ ასე, რადგან სამომავლოდ შესაძლოა ინანოთ.

0
3916
2-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
3916
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0