x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
აჭარა-თურქეთის მთავარი საროსკიპო
image თურქული კვარტალი ძველ ბათუმში ყველაზე დატვირთულია, აქ შეიძლება მიირთვათ ქაბაბი, გაისწოროთ წვერი თურქ დალაქთან, დამატებით ერთი საათით ინებივროთ გოგოსთან და შემდგომ ამ მცირე ცოდვისთვის ალაჰს პატიება სთხოვოთ ოქროს გუმბათიან მეჩეთში.


"ბათუმში 200-ზე მეტი ბორდელია და ჩვენ ვიქეცით გარყვნილების მსოფლიო ცენტრად-აცხადებს მწერალი ნიაზ ბოლქვაძე-ეს დიდი სირცხვილია საქართველოსთვის.

სოფელ გონიოში, საქართველო-თურქეთის საზღვარზე ყოველი მეორე სახლი იატაკქვეშა ბორდელია, (პოლიციამ იცის ეს მაგრამ კერძო საკუთრებას ვერ ეხება), ერთი წლის წინ საროსკიპოები უფრო ღიად მოქმედებდნენ, სანამ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა პროტესტი არ განაცხადეს.image

"თურქეთში პროსტიტუცია აკრძალულია, ყოფილ საბჭოთა ქვეყნების მეძავებს ჩვენს საზღვარზე გადმორეკავენ ხოლმე, -აცხადებს სოფელ გონიოს მაცხოვრებელი შოთა-დეპორტირებულებში ვის აღარ შეხვდებით, ყაზახს, უკრაინელს, უზბეკს, ინგუშებიც კი არიან, ჰო, ჩვენი ქართველებიც ბლომად არიან, მოკლედ ყოველი მეორე მეძავი უცხოელია.აი მეზობლის სახლი, 8 გოგონას 100$ მიაქირავა სახლი, თვეში 800$, ეს დიდი თანხაა საქართველოში!ამასთანავე ყოველი თურქი კლიენტისგან 20$-ს იღებენ თეთრეულისთვის.დილიდან აღრიალებდენ აქ თურქულ მუსიკას, თუმცა ჩვენი პროტესტების შემდეგ ცოტა ჩაწყნარდნენ.



თურქი ტრაილერის მძღოლები ჩვენ სოფელს გაივლიან.აქ ისვენებენ, ზოგჯერ ერთი კვირაც რჩებიან, თუ თურქეთში ქალი 150 ევრო ღირს, აქ მაქსიმუმ 50 ევრო და 30 ლარიც კი დაუჯდეს." image უზბეკი მეძავები გონიოს ტრასაზე.



"ბათუმში ყოველ 100 მეტრში კაზინო და სათამაშო ავტომატებია, ეს ე.წ. თურქული ინვესტიციებია, გახსნილია თურქული ბარები, სადაც ქართველებს შესვლა აკრძალული აქვთ, მათ ბათუმის აეროპორტიც ხელში ჩაიგდეს-განაგრძობს შოთა-შეგვჭამეს, თუ ასე გაგრძელდა გავყიდი ბინას და მიწას და წავალ აქედან, ჩემი რძალიც კი მეშინია სიგარეტზე გავაგზავნო, საიდან მიხვდება თურქი ეს გოგო გათხოვილი ქალია თუ მეძავი?თუ შეურაცხყოფა მიაყენეს თურქის მოკვლა მომიწევს.მე არ მეშინია, ჩემი ცხოვრება გავლიე, ბავშვები მეცოდება".


თურქები როცა დათვრებიან ყვირიან:"ეს ჩვენი მიწებია!"ამას წინათ ერთი ჩვენი თანასოფლელი დაიჭირეს, 7 წელი ციხე ემუქრება, კარგი ადამიანია, მთვრალმა თურქმა ქართველებს დედის გინება და დამცირება დაუწყო, იმ ბიჭმა შენიშვნა მისცა, რომ აქ სტუმარი ხარ, მან კი უპასუხა:-არა შენ ხარ ამ მიწის სტუმარი!ბიჭმა სცემა, მასთან თანხმლები მეძავი კი ამას ყველაფერს მობილურით იღებდა.ახლა მალე მისი სასამართლო იქნება.ერთი გათურქებული ქართველი ნათესავი მყავს, განათლებულია, კემბრიჯი დაამთავრა, ისიც კი მეუბნება, რომ თურქეთში ნებისმიერმა სკოლის მოსწავლემ იცის რომ აჭარა თურქული მიწაა, თუმცა ჩემს კითხვაზე თუ რატომაა მაშინ ტრაპიზონში ქართული ეკლესიები, ამაზე პასუხი არ აქვს".


მიხეილიც გონიოს მაცხოვრებელია და ისიც მონაწილეობდა თურქული ძალადობის წინააღმდეგ გამართულ პროტესტში.

"როდესაც ჩემი ცოლი ავტობუსის გაჩერებაზე დგას, შეიძლება ნებისმიერმა თურქმა მანქანა გაუჩეროს და უთხრას:"ე, გოგო წამოდი ჩემთან ერთად გავისეირნოთ-აღშფოთებით საუბრობს მიხეილი-პლიაჟზე ბავშვებთან ერთად ვერ გავსულვართ, იქ ისე უსირცხვილოდ იქცევიან, არავის ერიდებიან, მიწებს ნელ-ნელა გვართმევენ, ნებისმიერი მაღაზიის დირექტორი თურქია, რუსებმა თურქებს აჭარა წაართვეს და საქართვლოს დაუბრუნეს, ესენი კი ნელ-ნელა უკან იბრუნებენ"image



3
4210
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
4210
  
2017, 25 აპრილი, 21:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 8 ივნისი, 7:14
მეც მაგ აზრის ვარ.....
2014, 8 ივნისი, 0:51
დიდი სიამოვნებით მოვუწყობდი მაგათ განკითხვის დღეს...
0 1 3