x
image
ლეელ
საინტერესო ფაქტები მუზეუმებზე

image


მსოფლიოში არსებობს ძალიან ბევრი მუზეუმი, ზოგი ძალიან ცნობილი, ზოგიც- ნაკლებად. თუმცა თითოეულ მათგანს აღტაცებაში მოვყავართ, თავი ზღაპრულ სამყაროში გვგონია.
სიტყვა მუზეუმი ბერძნული სიტყვაა ( μουσείο[ν] ) და ქართულად ნიშნავს მუზათა ტაძარს.
ახლა მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი მუზეუმების შესახებ.

image

სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს მსოფლიოში ძალიან ცნობილი მუზეუმი ერმიტაჟი. იმისათვის რომ მთლიანად შემოიარო იგი გაუჩერებლივ ამისათვის საჭიროა 12, 5 საათი. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენი დრო დასჭირდება მთლიანად დათვალიერებას, თუ გავჩერდებით თითოეულ ექსპონატთან.



image

არსებობს ძალიან უცნაური ატომური ტესტირების მუზეუმი ლას-ვეგასში. ამ მუზეუმში ინახება რადიოაქტიური ტექნოლოგიები.


image

დიდ ბრიტანეთში არსებობს ჯეიმს ბონდის მუზეუმი. 2009 წელს პიტერ ნელსონმა, რომელიც იყო სტომატოლოგი და ჯეიმს ბონდის თაყვანისმცემელი დააარსა პირველი ჯეიმს ბონდის მუზეუმი.


image

მუზეუმი д’Орсэ მდებარეობს საფრანგეთში. ჯადოსნური ადგილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუზეუმია მსოფლიოში. აქ არის წარმოდგენილი მხოლოდ ფრანგული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ატკბობს დამთვალიერებლებს.


და ბოლოს, XIX საუკუნის საუკუნის დადიანების სასახლე, რომელიც საქართველოს ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს. მუზეუმი სადაც ინახება ღვთისმშობლის კვართი.

image


ზუგდიდის დადიანების სასახლე XIX საუკუნეში აშენდა. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო.
სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავად ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან.


image

სასახლეს ამშვენებს აივანი, რომელსაც უნიკალური ხის ჭერი აქვს, მის შესაქმენლად ათიათასამდე ხის პატარა დეტალია ხელით დამუშავებული.

image

მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე – პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი ხეების უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები. დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე – კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი წარმოადგენს სამეგრელოს ყოფილ მთავართა -დადიანთა სასახლესთან გაშენებული დეკორატიული ბაღის გაგრძელებას, ამიტომ მისი ისტორია დაკავშირებულია თვით სასახლის ისტორიასთან. როგორც ჩანს ის წარმოიშვა მე-18 საუკუნის დასაწყისში და წარმოადგენს უძველესი, უდაბური ტყის გაგრძელებას, რომლითაც გამოირჩეოდა მთელი კოლხიდა.

1
299
12-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
299
  
2014, 12 აპრილი, 22:50
ეეჰ რაღა დარჩა ბაღისაგან, განადგურებულია სანახევრად.
ხელოვნური ტბა კი დამშრალია.
0 1 1