x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რვა ჟესტი, რომელიც საზღვარგარეთ შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ
თუ თქვენ ერთხელ მაინც ყოფილხართ საზღვარგარეთ, მაშინ აუცილებლად გეცოდინებათ, თუ რა ძნელია მოძებნო საერთო ენა ადგილობრივ მოსახლეობასთან და რა იოლია გაანაწყენო განსხვავებული კულტურის ადამიანი. ხანდახან ერთი შეხედვით სრულიად უწყინარმა მოქმედებამ შეიძლება მეტად ცუდ შედეგებამდე მიგიყვანოთ. ამიტომ, სანამ სამოგზაუროდ გაემგზავრებოდეთ, მანამდე კარგად შეისწავლეთ თქვენთვის მისაღები, მაგრამ უცხოელისათვის მიუღებელი ჩვევები და გაეცანით ადგილობრივების კულტურას და ზნე-ჩვეულებებს.



1. არსოდეს არ აჩვენოთ “ОК” ბრაზილიაში.

image

გასული საუკუნის 50-იან წლებში აშშ-ის პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა "ველური მაიმუნების ქვეყანა"-ბრაზილია მოინახულა. როცა ის თვითმფრინავის ტრაპიდან ეშვებოდა, მხურვალე მისალმების ნიშნად ორივე ხელით აჩვენა “ОК”. ეს ერთი შეხედვით უწყინარი ჟესტი იმ დღესვე მთელი ქვეყნის ტელევიზიებმა აჩვენეს, დასცინოდნენ რა პრეზიდენტის უმსგავსო საქციელს.


მაინც რაში იყო პრობლემა?

აღმოჩნდა, რომ ეს ჟესტი ბრაზილიაში ნიშნავს იგივეს, რასაც შუა თითის ჩვენება მთელ რიგ ქვეყნებში. ასე რომ, ნიქსონივით უხერხულ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდეთ, თუკი თქვენ ბრაზილიის მონახულებას აპირებთ, ეს კარგად დაიმახსოვრეთ.


2.საბერძნეთში არ ღირს ხელის გაწვდენა ხელისგულით გარეთ იმის ნიშნად, რომ თქვენ მეტის მირთმევა აღარ გინდათ.

image

რა თქმა უნდა ეს ჟესტი ნიშნავს:" ოჰ, გმადლობთ, მე უკვე საკმაოდ დავნაყრდი", თუმცა ეს მხოლოდ თქვენთვის. საბერძნეთში ეს საკმაოდ უხეში ჟესტია და ნიშნავს:" მე გამძვინვარებული ვარ თქვენი უზრდელი საქციელის გამო".

საქმე იმაშია, რომ საბერძნეთში ამ ჟესტს დიდი ხნის ისტორია აქვს: გლადიატორებს ცერის ზევით აწევით შეიწყალებდნენ, ხოლო დაბლა დაშვებით სიკვდილით სჯიდნენ. კიდევ ერთი ტრადიცია: მას mutza ეწოდება და სათავეს ისიც ბიზანტიის იმპერიის დროიდან იღებს. სწორედ ხელის ამ მოძრაობით გამოჰქონდათ დამნაშავეებისათვის შემდეგი განაჩენი: მათ შესვამდნენ ცხენზე და ქალაქში დაატარებდნენ ყველას დასანახად. დამნაშავეებს სახეზე უკეთეს შემთხვევაში ნახშირს უსვამდნენ, უარეს შემთხვევაში კი -ექსკრემენტებს.


3.თუ თქვენ ახლო აღმოსავლეთში, დასავლეთ აფრიკაში ან სამხრეთ ამერიკაში მოხვდებით, არავითარ შემთხვევაში არ გამოხატოთ კმაყოფილება ცერა თითის მაღლა აწევით.

image

ჩამოთვლილ ქვეყნებში ეს საკმაოდ უხეშ და უზრდელ განზრახვას გამოხატავს თქვენი თანამოსაუბრის მიმართ.


4.ტაილანდში, ჩინეთში და ფილიპინებში ძალიან უხეშ ჟესტად ითვლება ჭამისას თეფშის ბოლომდე მოსუფთავება.

image

საქმე აი რაშია: ბევრ ქვეყანაში ტრადიციად ითვლება, რომ დიასახლისი აუცილებლად უნდა გაგიმასპინძლედეთ გემრიელი სადილით. მაგრამ აქ, სადაც უბრალო ხორცის სტეიკი ისევე ძვირი ღირს, როგორც ხელოვნური სუნთქვის აპარატი, მასპინძლისათვის მთავარია, რომ სტუმარი მაძღრისად დააპუროს. რაც არ უნდა გემრიელი მოგეჩვენოთ საკვები, ცოტაოდენი აუცილებლად დატოვეთ თეფშზე, რადგან ამით თქვენ გამოხატავთ, რომ მეტის მირთმევა არ გსურთ, წინააღმედგ შემთხვევაში დიასახლისი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს.

ამავე დროს გასაოცარია, რომ ჩინეთში აბსოლუტურად მიღებულია გამოტენილი პირით ლაპარაკი და ჭამის შემდეგ დაბოყინება. ეს ცუდ ტონად სულაც არ ითვლება.



5.არც კი გაბედოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან მისალმება საუდის არაბეთში.

image

შარიათის კანონების მიხედვით, ქალს სასტიკად ეკრძალება მიესალმოს ან დაელაპარაკოს მამაკაცს სხვა ადამიანების თანდასწრებით, თუკი ეს მამაკაცი მისი მეუღლე არაა. ეს ამ ქვეყანაში უზნეო საქციელად ითვლება და ისჯება კანონით. არაბეთში ქალების მიმართ კანონი განსაკუთრებით მკაცრია: მათ ეკრძალებათ მანქანის ტარება, ხმის მიცემა არჩევნებში, საკუთარი ბიზნესის წარმოება, სასამართლოში სიტყვით გამოსვლა და ველოსიპედზე ჯდომაც კი.


6.მიუხედავად იმისა, რომ ტუალეტის ქაღალდი საუკუნეების წინ გამოიგონეს, ის კვლავ წარმოუდგენელ ფუფუნების საგნად ითვლება შრი-ლანკაში, ინდოეთში, აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში და ახლო და შუა აღმოსავლეთში.

image

ამ ქვეყნებში ქაღალდის ფუნქციას ჯერ კიდევ მარცხენა ხელი ასრულებს. სწორედ ამიტომ, მარცხენა ხელი აქ ბინძურად ითვლება. ამიტომ თუ მარჯვენა ხელი დაკავებული გაქვთ, მისასალმებლად მარცხენა ხელის გაწვდენა ნამდვილად არ ღირს.თუმცა ანტისანიტარია ამის ერთადერთი მიზეზი არაა-ამ ქვეყნებში გავრცელებული ლეგენდების მიხედვით, წინასწარმეტყველი მხოლოდ მარჯვენა ხელით ჭამდა, ხოლო სატანა-ცაცია იყო.



7. იყავით დელიკატურები საჩუქრის არჩევის დროს-არავითარ შემთხვევაში არ აჩუქოთ ჩინელს საათი.

image

ჩინელისათვის საათის ჩუქება სიკვდილთან ასოცირდება, ამიტომ ეს შეცდომა არ დაუშვათ. ამ ქვეყანაში არ გირჩევთ აგრეთვე თეთრ ქაღალდში საჩუქრის შეფუთვას-ესეც ძალიან ცუდ ტონად ითვლება.



8.არავითარ შემთხვევაში არ აჩუქოთ ბანგლადეშელ ქალს თეთრი ყვავილები.

image

აჩუქოთ ბანგლადეშელს თეთრი ყვავილები-ეს ნიშნავს, რომ მას კუბო აჩუქეთ, რადგან ამ ქვეყანაში თეთრი ფერი სიკვდილთან ასოცირდება.

15
1698
21-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1698
  
2014, 21 აპრილი, 20:40
:D
ყველა მართალი არ იქნებაა
2 რე. არარის მართალი.... საბერძნეთიდან ვწერ ამას.
2014, 16 აპრილი, 18:02
:D 6 ყველაზეე მაგარია რა :D :D :D :D
2014, 13 აპრილი, 6:59
რა შუაშია გლადიატორები,ხელის გულის ჩვენება,ქოქოლის დაყრას ნიშნავს,უზრდელობაა ცერის აწევაც,მაგრამ ბერძნებმა იციან და უცხოელებზე იცინიან,არ სწყინთ.........
2014, 12 აპრილი, 23:38
მადლობა, გაიხარეთ:)
2014, 12 აპრილი, 23:31
ძალიან საინტერესო იყო მადლობა ავტორს
2014, 12 აპრილი, 18:21
გავითვალისწინებ აუცილებლად თორე ორი თAვი არავის აქვს :DDDD
2014, 12 აპრილი, 14:34
ზოგი მხიარული და სასაცილოც კია მაგრამ მე-6:(ფუუუ
2014, 12 აპრილი, 14:24
გეთანხმები მე ესე ვიცი, რომ ცერა და საჩვენებელი ქმნის ექვსიანის რგოლს ხოლო დანარჩენი თითების წყობა ქმნი ექვსიანის თავს
2014, 12 აპრილი, 12:17
საინტერესოა, უნდა მოვიძიო მაგ ფაქტზე ცნობები.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10