x
image
worldsport.ge
“ლივერპული” მარტში დომინანტია

imageინგლისის საფეხბურთო პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელად “ლივერპულის” თავკაცი ბრენდან როჯერსი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო მოთამაშეებად ნახევარმცველი სტივენ ჯერარდი და ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი.
განვლილ თვეში, “ლივერპულმა” 15 შესაძლებელიდან 15 ქულა დააგროვა. “მერსისაიდელებმა” მეტოქეთა კარი 18-ჯერ აიღეს, ხოლო საკუთარ კარში 4 ბურთი მიიღეს. ამაში უდიდესი წვლილი ჯერარდმა და სუარესმა შეიტანეს, რომლებმაც 6-6 გოლი გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სუარესმა მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში გატანილი გოლების რიცხვი 29-მდე გაზარდა.
ბრენდან როჯერსმა მარტის თვის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულისთვის მანუელ პელეგრინის (“მანჩესტერ სიტი”), მარკ ჰიუზსა (“სტოკ სიტი”) და რობერტო მარტინესს (“ევერტონი”) აჯობა.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
16
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0