x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ალერგია და ლინზები

ალერგია

ლინზები ბევრი ჩვენგანისთვის სათვალის შემცვლელია, ზოგი კი მას გარკვეული იმიჯის შესაქმნელად ატარებს. ბევრი ფიქრობს, რომ ლინზები მავნებელია თვალებისთვის, იწვევს ცრემლდენასა და ძლიერ ალერგიას. თუმცა ეს შეხედულება არასწორია და ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული.
თვალის სიწითლე - იგი არ არის ლინზის მიერ გამოწვეული ალერგია. ლინზა შეიძლება აღმოჩნდეს დამატებითი გამღიზიანებელი, მაგრამ ის არ არის ალერგიის გამომწვევი წყარო. გარდა ამისა, ალერგიული რეაქციის გაძლიერება შეუძლია არა ლინზას, არამედ იმ ხსნარს, რომლითაც მას ვუვლით.

თვალის ალერგია ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. იქნება ეს ყვავილის მტვერი თუ ალვის ხის ბუმბული. მსგავი რეაქციები აქვთ ადამიანებს, რომლებიც მიდრეკილები არიან სეზონური ალერგიების მიმართ. თუმცა თითოეული ასეთი გამოვლინების შემთხვევაში ნებისმიერი გამომწვევი მიზეზის მიუხედავად, უმჯობესია მიხვიდეთ ოფთალმოლოგთან და არ გადადოთ ეს საქმე სამომავლოდ, იმისათვის, რომ გაარკვიოთ გამომწვევი მიზეზები და ჩაიტაროთ შესაბამისი მკურნალობა ალერგიაზე.
იმ შემთხვევაში თუ ალერგიის გამომწვევ მიზეზად გვევლინება სწორედ ლინზის მოსავლელი ხსნარი, ეს ნიშნავს, რომ ალერგიული რეაქცია დაკავშირებულია იმ ნივთიერებებთან ან კონსერვანტებთან, რომელსაც შეიცავს ესა თუ ის ხსნარი. ამიტომ ალერგიის შემთხვევაში შეცვალეთ ხსნარი სხვა შემადგენლობის მქონე სითხით. თუ მაინც გექნებათ ალერგიული რეაქცია, კონსულტაციისთვის უნდა მიმართოთ გამოცდილ ექიმს. კატეგორიულად დაუშვებელია ლინზის მოვლის ხსნარების ხშირი ცვლა.

0
27
შეფასება არ არის
ავტორი:ლინზები
ლინზები
27
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0