x
image
worldsport.ge
მოურინიუ 8000 გირვანქა სტერლინგით დასაჯეს

imageინგლისის საფეხბურთო ასიციაციამ ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიუ 8000 გირვანქა სტერლინგით დააჯარიმა.
ინგლისის პრემიერლიგაში “ასტონ ვილასთან” ჩატარებულ მატჩში, მთავარმა არბიტრმა კრის ფოიმ ლონდონელთა ბრაზილიელი ლეგიონერი რამირესი გააძევა, რის შემდეგ, ჟოზე მოურინიუ მოედანზე შეიჭრა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა.
მსაჯმა პორტუგალიელი სპეციალისტი ე.წ. “ტექნიკური ზონიდან” გააძევა, ხოლო საფეხბურთო ასოციაციამ 8000-იანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მოურინიუ გააფრთხიელს, რომ იგივეს გამეორების შემთხვევაში უფრო სერიოზულ სანქციებს დააკისრებენ.
აქვე გეტყვით, რომ 15 თებერვალს “ვილა პარკზე” “ჩელსიმ” 0:1 წააგო.




ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0