x
image
worldsport.ge
ხერარდო მარტინო: ““ატლეტიკო” უფრო ძლიერი იყო”

imageჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის საპასუხო შეხვედრაში, სტუმრად მადრიდის “ატლეტიკოსთან” წაგების (0:1) მერე, “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ხერარდო მარტინომ განაცხადა, რომ მეტოქე უფრო ძლიერი იყო.
“მატჩები ამა თუ იმ შედეგებით ტყუილუბრალოდ არ მთავრდება. “ატლეტიკო” უფრო ძლიერი იყო და “თავისი” გოლი გაიტანა. მომენტები ჩვენც გვქონდა და ერთი გოლი თამაშის მსვლელობას შეცვლიდა.
გარკვეულ ეპიზოდებში რაც გვსურდა იმას ვერ ვაკეთებდით, რაშიც “დამნაშავე” ჩვენი მეტოქე იყო. “ატლეტიკოს” საკუთარი საჯარიმოს წინ ზონა მაქსიმალურად გაჯერებული ჰქონდა. ეს კარგად გამოსდიოდა და შეტევების განვითარებისთვის თავისუფალი სივრცე ვერ ვნახეთ.
ისეთ ატმოსფეროს, როგორსაც გულშემატკივრები “ვისენტე კალდერონზე” ქმნიან, ევროპაში ძნელად ნახავ. ეს უფრო არგენტინას მაგონებს. “ბარსელონა” იმ ფეხბურთს არ თამაშობს, რომელსაც უპირატესობას “ატლეტიკო” ანიჭებს. ჩვენ ვცდილობდით ისე გვეთამაშა, როგორც ბოლო 10 წლის განმავლობაში. იმ ფორმულით ვხელმძღვანელობდით, რომელსაც წარმატება მოჰქონდა. განვლილი მატჩის საწყის 20 წუთში ერთი გუნდი მეორეზე უფრო ძლიერი იყო, მაგრამ შემდეგ შანსები ჩვენც გვქონდა.
მატჩის დასაწყისი ისეთი იყო, როგორიც “ატლეტიკოს” მოსწონს: გრძელი გადაცემები, ართმევაზე თამაში. ჩვენ მოძრაობა არ გვყოფნიდა და ზედიზედ 4-5 გადაცემას ვერ ვაკეთებდით. ველოდით, რომ ბურთს უკეთ გავაკონტროლებდით, რაც არ გამოგვივიდა.
ყველა იმედგაცრუებულები ვართ, რადგან უფრო მეტს ველოდით. ახლა ფეხბურთელებთან უნდა დავილაპარაკოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. აუცილებელია ორი ტურნირის: ესპანეთის ჩემპიონატისა და თასის მოსაგებად ვიბრძოლოთ”- ციტირებს უეფას ოფიცუალური ვებგვერდი არგენტინელ სპეციალისტს.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
21
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0