x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
თინა ხიდაშელს თბილისი, სახლი და შვილები ენატრება

imageსაპარლამენტო უმრავლესობი წევრ თინა ხიდაშელს თბილისი, სახლი და შვილები ენატრება.


ამის შესახებ ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს.


"თბილისი მომენატრა, ჩემი სახლი, ჩემი ბიჭები. 5 კვირაზე მეტია 2 დღიან ჩამოსვლას თუ არ ჩავთვლით (მე არ ვთვლი) თბილისში არ ვყოფილვარ. ეს რა ჩამოსვლა იყო ორი დელეგაცია გავისტუმრეთ იმ 2 დღეში, საუზმე იმათთან, ლანჩი იმათთან. ვახშამი იმათთან. შუაში სხდომები, შეხვედრები, სხდომები-შეხვედრები. ჩამოვალ და სრული 2 კვირა სამშობლოში ვარ. თუმცა იქედან 1 კვირა ქუთაისში, მაგრამ მაინც კარგია. იმდენი თვითმფრინავი გამოვიცვალე, იმდენჯერ ჩავალაგე და ამოვალაგე ჩემოდანი, იმდენი სასტუმროს ოთახი ყველაფერი ამერია. დილით რომ ვიღვიძებ ღმერთო სად ვართქო ჩემს თავს ვეკითხები. სასტუმროში რომ შემოვდივარ რომელ სართულზე და რომელ ოთახში კაი ხანია მჭირდება ფიქრი. ძალიან დავიღალე, თან ჩემი უსასტიკესი ალერგიის პატრონს რა სიამოვნებას მანიჭებს ეს 2 დღეში ერთხელ ცვალებადი ოთახი, სასტუმროს ოთახების განსხვავებული სუნი, უსასრულოდ ბერვ ადამიანთან შეხვედრა შესაბამისი სუნამოების მრავალფეროვნებით, ხალხით სავსე სხდომათა დარბაზები და ხშირად გაუგებარი საჭმელი, რომელიც იძულებული ხარ გასინჯო მაინც. მაგრამ ასეთ დღეში რატომ ვარ ეს ყოველ წამს მახსოვს და ბედნიერი ვარ. უნდა გამოვიდეს. და მერე სექტემბრიდან ფეხს არ გავდგამ არსად (ცოტა ხანს მაინც) და ბერვი უნდა ვისამზარეულო ჩემს ბიჭებთან ერთად, -წერს თინა ხიდაშელი "ფეისბუკის" პირად გვერდზე.

2
384
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
384
  
2014, 15 აპრილი, 19:59
აბაა :)
2014, 10 აპრილი, 18:05
კიდე რომ იწუწუნებს , მეც მინდა ესეთი სამსახური :)))
0 1 2