x
image
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
როცა გოგონა ცოლად ფულს მიჰყვება

image

ერთ-ერთ ამერიკულ ფორუმზე უცნობმა გოგონამ ასეთი შინაარსის კომენტარი დადო:

"მე ახალგაზრდა, ლამაზი, ჭკვიანი, მხიარული გოგონა ვარ. მინდა ცოლად გავყვე ჭაბუკს, რომელიც წელიწადში 500 000 დოლარს გამოიმუშავებს. მსურველები გამომეხმაურეთ!"

გოგონამ მალე მიიღო პასუხი: ერთ ახალგაზრდა ფინანსისტ ყმაწვილს არ დაეზარა მისთვის პასუხი გაეცა. აი ეს პასუხიც:

"მე დიდი ინტერესით წავიკითხე შენი პოსტი და აი რა მინდა გიპასუხო: შენი წინადადება ისეთი კაცის გადმოსახედიდან, როგორიც მე ვარ, ძალიან ცუდი შემოთავაზებაა და აი რატომ: მოკლედ რომ ვთქვათ, შენ მთავაზობ საკუთარ სილამაზეს ჩემი ფულის სანაცვლოდ. ეს შესანიშნავია, მაგრამ შენი სილამაზე ხომ წარმავალია და კლებადი, ხოლო ჩემი კაპიტალი-პერსპექტიული და მზარდი. რა თქმა უნდა, ჩემი კაპიტალის ზრდაც შეიძლება რაღაც მიზეზების გამო ეჭვქვეშ აღმოჩნდეს, მაგრამ პროცენტულად ეს ნაკლებად სავარაუდოა, აი შენი სილამაზე კი ნამდვილად დაექვემდებარება უკუსვლას.

ასე რომ ეკონომიკის ენაზე შენ ხარ გაუფასურებული აქტივი, მე კი-მომგებიანი აქტივი. და არამარტო გაუფასურებული აქტივი: შენი ფასი ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტად ეცემა და ათი წლის შემდეგ ის უკვე ყოველგვარ ღირებულებას დაკარგავს. შენი ყიდვა(რასაც შენ ითხოვ)– ცუდი ბიზნესია, უმჯობესი იქნებოდა, თუ მე შენ იჯარით დაგიქირავებდი.

თუ ჩემი სიტყვები შენ სასტიკად მოგეჩვენება, დაფიქრდი: მე რომ ერთ დღეს უფულოდ დავრჩე, შენც ზუსტად ასევე მომექცევი. ასე რომ, ჩემი მხრიდან სწორი გადაწყვეტილება იქნება ის, რომ როდესაც შენი სილამაზე გაქრება, მე შენ თავიდან მოგიშორო. ეს ძალიან იოლია. ასე რომ, მე გთავაზობ ხანმოკლე პაემნებს და არა ქორწინებას.

ვიმედოვნებ, რომ გარკვეული დახმარება გაგიწიე.

ჰო, კიდევ ერთი: თუ თანახმა ხარ იჯარის პირობებს გაეცნო, შემატყობინე".

P.S. ცნობილი არაა, დასთანხმდა თუ არა გოგონა იჯარის შემოთავაზებას.

image

20
2470
22-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
Mediator image
Mediator image
Mediator image
2470
  
2014, 15 აპრილი, 18:01
დათა მაინც ბედნიერი კაცი ყოფილა ! - ეხლა კი ბეჩუნიების ნასახიც აღარაა ...
2014, 15 აპრილი, 13:24
ძველია მაგრამ კარგია. შარშან წავიკითხე.
2014, 12 აპრილი, 21:13
ეგრეა
2014, 12 აპრილი, 21:09
მარტო დედამ არა,-საზოგადოებამაც:)
2014, 12 აპრილი, 21:02
რა ქნას მაგ გოგომ - დედიკომ ასე ასწავლა ...
2014, 10 აპრილი, 14:04
იმ გოგოს სახე მანახა ნეტა ამას რომ კითხულობდა
2014, 10 აპრილი, 12:57
დასთანხმდა არა დასსსსსთანხმდა :)
2014, 10 აპრილი, 11:03
:D
2014, 10 აპრილი, 10:46
ბრავო!!!!! მივესალმები საღად მოააზროვნე ადამიანებს! მეც ცოტა მეგულებოდა , თუმრე ვცდებოდი.
2014, 9 აპრილი, 23:37
ბრავო რა მაგრად უპასუხა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10