x
image
worldsport.ge
ჟორდანია ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციაში დაიბარეს

imageარნემის “ვიტესის” ყოფილი მეპატრონე მერაბ ჟორდანია ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციის კითხვებს მომავალ კვირაში უპასუხებს.
ცოტა ხნის წინათ, ჟორდანიამ ჰოლანდიურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ლონდონის “ჩელსის” “ვიტესზე” გავლენა აქვს და სწორედ, ინგლისური კლუბის ზეწოლის შედეგად, არნემელები ჰოლანდიის ჩემპიონები არ გახდნენ. სწორედ, ამ საკითხზე მოუწევს მას ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირში ახსნა-განმარტების მიცემა.
“მათ სურთ გაიგონ თუ როგორ ზემოქმედებს “ჩელსი” “ვიტესზე”. ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ, რომ ჰოლანდიის საფეხბურთო ასოციაციას ყველაფერი ვუთხრა თუ რა ხდება “ვიტესში”- იუწყება ჟორდანიას სიტყვებს ინტერნეტპორტალი nieuws.nl-ი.


ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0