x
image
beko777
როგორია განქორწინების ყველაზე სასაცილო მიზეზები
imageრეალურ ცხოვრებაში, მრავალი სერიოზული, თუ ნაკლებად სერიოზული მიზეზი არსებობს, რის გამოც განქორწინება შეიძლება გარდაუვალი იყოს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს ფაქტები, როცა ეს მიზეზები ძალიან სასაცილოდ და წარმოუდგენლადაც კი ჟღერს.

გთავაზობთ, რამდენიმე ასეთ შემთხვევას:


* ინდიელს, წუწუნა ცოლთან განქორწინება მომენტალურად შეეძლო. დაახლოებით ასეთივე კანონი მოქმედებდა ძველ ჩინეთშიც. წუწუნა და ჭორიკანა ცოლს ქმარს მომენტალურად დააშორებდნენ.

* დღესდღეობით, მადაგასკარზე, ცოლ-ქმრის განქორწინების მიზეზი შეიძლება ქმრის ხანგრძლივი მივლინება გახდეს.

* იტალიაში ცოლი ქმარს გაეყრება, თუ ის საოჯახო საქმეების შესრულებას აიძულებს. ნილ დიუჰარტიმ ცოლი ვანდალიზმში დაადანაშაულა და გაეყარა: “ვანდალმა” მეუღლეს ფეხბურთის მაისური გაურეცხა, რომელზეც ის საყვარელი გუნდის წევრების ხელმოწერებს აგროვებდა. მოსამართლემ მომხდარს განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ვანდალიზმის კვალიფიკაცია მისცა.

* ამერიკაში, ახალი კანონის თანახმად, გაყრისა და ქონების გაყოფის მიზეზად “კუბიკრუბიკიც” ითვლება, თუკი ერთ-ერთი მეუღლე გასართობის გამო მეორე ნახევარს სათანადო ყურადღებას არ აქცევს.


* რუმინელი 67 წლის მამაკაცი და 54 წლის ქალი, 8 თვის ბედნიერი და უპრობლემო თანაცხოვრების შემდეგ განქორწინდნენ. საქმე იმაში იყო, რომ ცოლის გათამამებულმა და მსუქანმა კატამ ქმრის კუთვნილი 2 თუთიყუში შესანსლა, რომლებიც მას ძალიან უყვარდა.


* 2008 წელს აშშ-ში ქალი ქმარს დასცილდა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელს, სქესობრივი კავშირის დროს, გადიდების მიზნით პროთეზირებული სასქესო ორგანო მოტყდა.


* გერმანელი ქმარი, სასტიკად ეჭვიანობდა ცოლის უამრავ ჩემპიონატში გამარჯვებულ ძაღლზე: ეჩვენებოდა, რომ ის ქალს ქმარზე მეტად უყვარდა. მან ჩუმად დაუწყო ძაღლს აკრძალული საკვების მიცემა, რის გამოც საბრალო ცხოველი საშინლად გასუქდა და გამოფენებში მონაწილეობაც ვეღარ მიიღო. ცოლი მიხვდა, რომ ამ საქმეში ქმრის ხელი ერია და მას დაუყონებლივ გაეყარა.


* ამერიკელი დენელსონი ნამდვილი სადისტი იყო: მის ცოლს ძალიან უყვარდა დეტექტივების კითხვა, მაგრამ ქმარი ამის საშუალებას არ აძლევდა: ყოველი წიგნის 30-ე გვერდზე ის წერდა მკვლელის სახელს და ამის შემდეგ წიგნის წაკითხვას აზრი ეკარგებოდა. შეისწავლა რა ეს საქმე, სასამართლომა მომხდარს მიანიჭა “ქმრის მიერ განსაკუთრებით დახვეწილი სასტიკი მოპყრობის ” სტატუსი და ქალს განქორწინებაზე დაუყონებლივ განუცხადა თანხმობა.


* საუდის არაბეთში, ცოლს მხოლოდ მაშინ შეუძლია მოითხოვოს გაყრა, თუკი ქმარი მას ყავის დალევის საშუალებას არ აძლევს.




* 30 წლის წინ, ოკლაჰომის გაზეთში უცნაური შინაარსის სტატია დაიბეჭდა. ცოლი ქმარს განქორწინებით ემუქრებოდა, თუ იგი თმას არ შეიჭრიდა და წვერს არ გაიპარსავდა. საბოლოოდ, მან შეასრულა კიდეც მუქარა.


* თუ კანადელი მანდილოსანი დაამტკიცებს, რომ მისი ქმრის ხვრინვა სარბოლო ავტომობილის ხმას უტოლდება, წყვილს განქორწინების ნებას დართავენ.



2
407
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
407
  
2014, 9 აპრილი, 22:38
???????????
2014, 9 აპრილი, 8:45
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/48846-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%96%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/19/
0 1 2