x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
89-ის 9 აპრილში.

საქართველოვ!ფუძე მხოლოდ ქართველთა!

შენს ოჯახში სიწყნარე არ დაგჩემდა,

ხელკეტებით დაგირბიეს შვილები,

საქართველოვ შენთვის განაწირები.

ქიმიურათ მოგიწამლეს ნაშენი,

და მოგიკლეს ქალი შვილის გამჩენი,

რუსთაველზე სისხლი უხვათ დაღვარეს,

და ნიჩბები ტყვიასავით გაყარეს.

იშუშებდი ძველ იარებს,

არ გაცალეს მთლათ მორჩენა,

შენი დაზრდილი შვილები,

მტერმა რუსთველზე მოცელა.

მაგრამ მტერი ხომ მტერია,

არც ქართველებმა დაგინდეს,

და შენი ღვიძლი შვილები,

მტრის ნიჩბებზე აგიგეს.

კვლავ მოგწიწკნეს, მოგაცილეს,

ნაიარებ ტანზე ხორცი,

გაგამწარეს საქართველოვ,

მტრებმა შვილების დახოცვით.

არ შეარგეს შენი ძუძუ,

გამოსტაცეს ქართველთ პირში,

და შენი რძით დაზრდილები,

დაგიხოცეს 89-ის 9 აპრილში.

დაგიბნელეს კვლავ თვალები,

კვლავ დაგინთეს გულში ცეცხლი,

ღმერთმა დააშავოს დედა,

ვინც გაზარდა კაცათ მხეცი.

ღმერთმა დააშავოს დედა,

ვინც შენ მტერი გაგიზარდა,

ღმერთმა კუბო არ აშოროს,

ვინც შვილები საკუბოვოთ გაგიმზადა.

ბევრი გებრძვის საქართველოვ,

ბევრს უნდა რომ შენ წაიქცე,

არ იდარდო საქართველოვ!

შენ გმირათ ზრდი შვილებს ისევ.

შენი შვილი მტერს გულღია,

სიმღერით და ლხინით ხვდება,

და ბრძოლიდან გაუქცევლათ,

შენს მიწაზე გმირათ კვდება.

ბევრი გჩიჩქნეს საქართველოვ,

ბევრიც გაგწი-გამოგწიეს,

მადრამ ჩვენი იყავი და

სხვის მიწა-წყლათ ვერ გაქციეს.

1989წლის 10ალრილი.

0
11
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
11