x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქუთაისში უცნობი ადამიანები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან დეზინფექციის საფასურს 1 ლარს ითხოვენ

imageქუთაისში უცნობი ადამიანები გამოჩნდნენ, რომლებიც კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან დეზინფექციის საფასურს 1 ლარს ითხოვენ.


ამის შესახებ პარტია "თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გოგი წულაიამ განაცხადა.


"ეს არის უგუნური ივანიშვილის ხელისუფლების ბრალი. "ოცნება" ვერ აკონტროლებს ქალაქს. შპს "ბრიგადას" ამოფარებული ადამიანები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან 1 ლარს ითხოვენ. ფაქტობრივად, დიდ აფიორასთან გვაქვს საქმე. დეზინფექციის საფასური დასუფთავების გადასახადში შედის, ჩვენ ამ გადასახადს ყოველთვიურად ვიხდით და რატომ უნდა გადავუხადოთ ვიღაც შპს "ბრიგადას" ერთი ლარი? მოვუწოდებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ შოთა მურღულიას, ამ საკითხს დროულად მიხედოს. მერიაში არსებობს შესაბამისი ორგანოები და მოახდინონ საქმის გამოძიება, "–განაცხადა გოგი წულაიამ.

4
644
5-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
644
  
2014, 13 აპრილი, 6:03
:D :D :D :D :D :D :D
2014, 8 აპრილი, 21:46
დღეს მომადგნენ:))))))))))))
სერიოზული აფიორა არის თბილისში მაგ მხრივ:))))
ისე მაგრად გაიქაჩა ეგ აფიორა,რომ პატარა ოფისი აქვთ ნაქირავები გლდანში ხიზანიშვილის ქუჩაზე,ლურჯი უნოფორმები აცვიათ და ლურჯი ჩემოდნებს დაატარებენ. ბუკლეტებიც კი აქვთ დაბეჭდილი და ელექტრონული ფოსტაც:)))))))))))))))))))
2014, 8 აპრილი, 15:58
მარტო ქუთაისში არა ,ჩემთანაც იყვნენ და ეტყობა მადა გაეზარდათ 2 ლარი მოითხოვეს,ფორმები ეცვტ ,მივეცით მე და კარის მეზობელმა მაგრამ ეს ყოველთვიურიაო,ვერ გავიგე გვაშაყირებს მთავრობა თუ ვინმე აფირისტები?
2014, 8 აპრილი, 13:36
მარტო ქუთაისში რომ? თბილისშიდაც.....ან ისინი მეტროთი რომ დადიან და ყუთები რომ უჭირავთ ხელში სხვადახვა ბავშვების სურათებით
0 1 4