x
image
worldsport.ge
დიეგო კოსტა “ბარსელონასთვის” ემზადება

imageმადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდ დიეგო კოსტას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჯერ კიდევ აწუხებს, მაგრამ კატალონიის “ბარსელონასთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში სათამაშოდ მაინც ემზადება. ამის შესახებ AS-ი იუწყება.
მოგეხსენებათ, მადრიდელთა მთავარმეგოლეს კუნთი აწუხებს. ამის გამო, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელმა “ბარსელონასთან” პირველი მატჩის დროს მოედანი იძულებით დატოვა. სადღეისოდ, კოსტა ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება, შეძლებს თუ არა მოედანზე გასვლას.
ცნობისათვის, “ატლეტიკო” “ბარსელონას” სამშაბათს უმასპინძლებს.




ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
30
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
30
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0