x
image
worldsport.ge
მოურინიოს ეტო’ოს იმედი აქვს

imageლონდონის “ჩელსის” თავკაც ჟოზე მოურინიოს იმედი აქვს, რომ ტრავმირებული ფორვარდი სამუელ ეტო’ო “პარი სენ-ჟერმენთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4-ფინალურ მატჩში თამაშს შეძლებს.
“ვნახოთ, ითამაშებს თუ არა ეტო’ო პსჟ-ს წინააღმდეგ. იმედი მქონდა, რომ სამუელი “სტოკთან” მატჩის განაცხადში მოხვდებოდა და მოედანზე 15-20 წუთს გაატარებდა, მაგრამ ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. კვირას, მას არ უვარჯიშია. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ეტო’ო პსჟ-სთან მატჩის განაცხადში შევიყვანო. სერიოზული მიზეზია საჭირო იმისთვის, რომ ფეხბურთელის ჯანმრთელობა გარისკო. 2 ბურთის გატანა გვმართებს და ყველა ის ფეხბურთელი მჭირდება, ვისაც შეტევის გამწვავება შეუძლია”, - განუცხადა მოურინიომ ბრიტანულ პრესას.
შეგახსენებთ, რომ “ჩელსი” პსჟ-ს სამშაბათს უმასპინძლებს. პირველ მატჩში, პარიზელებმა 3:1 იმარჯვეს.




ირაკლი ჯაფარიძე

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0