x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ლეონარდო დიკაპრიოს მალიბუს სახლის ფოტოები.

image

39 წლის ყველასათვის ცნობილ მსახიობს, ლეონარდო დიკაპრიოს, დღესდღეობით, „შვებულება“
აქვს აღებული კინოკარიერიდან რადგან, 2013 წელს, ზედიზედ სამ ფილმზე იმუშავა. გახმაურებული და სკანდალური პერიოდის
შემდეგ, მან თქვა, რომ მისი ბოლო ფილმი „უოლ-სტრიტის მგელი“, რომელიც დაფუძნებულია ჯორდან ბელფორთის ბიოგრაფიულ წიგნზე, განსაკუთრებით დამღლელი იყო, და ამ ფილმმა მისი ადრენალინი ბოლომდე დახარჯა,
ამიტომ იგი ცოტა ხნით კინოკარიერისგან ისვენებს და ყურადღება
გამახვილებული აქვს ქველმოქმედებაზე.
ამერიკელმა მსახიობმა და კინოპროდუსერმა თავისი კარიერის განმავლობაში, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო და ოცდაათამდე
ცნობილ ფიმლს მოიცავს, დიდი კაპიტალი დააგროვა, რამაც შესაძლებლობა მისცა თავისთვის სასურველ ადგილებზე შეეძინა უძრავი თუ მოძრავი ქონება. ერთ-ერთი ასეთი დასასვენებელი
ადგილი არის მალიბუ, სადაც მას საკუთრებაში 18, 9 მილიონ დოლარად შეფასებული სამი ცალკეული შენობა აქვს: 4 - ოთახიანი მთავარი სახლი, 2 - ოთახიანი სტუმრებისათვის განკუთვნილი სახლი, სადაც ორივე ოთახი საძინებელია, ერთი დამატებითი საძინებელი, სავარჯიშო დარბაზი და ოფისი.
მსახიობი, ოსკარების დაჯილდოებაზე, მის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ, ეცდება დრო დასვენებას დაუთმოს, რა დროსაც ყველაზე კარგად, რა თქმაუნდა, მალიბუს სახლში გრძნობს თავს.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




1
296
5-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
296
  
2014, 6 აპრილი, 17:00
ძალიან მაგარი სახლია:)
0 1 1