x
image
worldsport.ge
ბაქოს “ინტერის” მცველი: “ჟურნალისტმა ჩემი სიტყვები არასწორად თარგმნა”

imageბაქოს “ინტერის” ბრაზილიელმა მცველმა ფლავიო ბეკმა უარყო რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტპორტალ azerifootball.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მისმა მენეჯერმა და გუნდის თავკაცმა კახა ცხადაძემ რაღაც ვერ გაიყვეს, რის გამოც, ის ტრანსფერზე დააყენეს.
“ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. მინდა განვმარტო, რომ რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთი სოციალური ქსელის საშუალებით ერთმა ჟურნალისტმა კითხვები გამომიგზავნა. ერთ-ერთი კითხვა იყო თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ჩემს მენეჯერსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს. ამ ჟურნალისტმა ჩემი სიტყვები არასწორად თარგმნა და საზოგადოებას ისე მიაწოდა. მე მსგავსი რამ არ მითქვამს. საერთოდ, იმ საუბრიდან 4-5 თვე გავიდა და მაინტერესებს, ამის შესახებ სწორედ ახლა რატომ დაწერეს? მთავარია, რა საჭირო იყო იმის წერა, რაც არ მითქვამს?”- იუწყება ბრაზილიელი ფეხბურთელის სიტყვებს “ინტერის” ოფიციალური ვებგვერდი.

ლაშა თაბაგარი

www.worldsport.ge

0
4
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
4
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0