x
image
შორენა-ალაზნისპირელი
დედაო ენავ
არც მიძებნია ქვეყნად მსგავსი

ხმათა ხავერდი,

შენი ანბანით სულს ვიბრუნებ,

გულში ჩასახლდი,


შენს გადარჩენას მუხლმოყრილი

უფალს ვავედრი,

რა ჭირ-ვარამით შეგინახეთ,

სისხლით გქარგავდით.

თავს დაგტრიალებს ქარიშხალი,

გიცვალოს ფერი,

უნდა იბრძოლო..იხმაურო გადასარჩენად,

ქართულო ენავ, მოგერევა შენ

ვერაფერი,

მუმლი წახდება, ფესვმაგარი

მუხა დარჩება!..

დედაო ენავ,

მოგვაშველე სიტყვა ქართული,

ვაჟას არწივად, ტატოს მერნად,

ლურჯა ცხენებად,

შენ თუ შერჩები გულს სინათლედ

ამოქარგული,

ქართველს ვერასდროს შეაშინებს

გადაშენება.


შორენა ალაზნისპირელი

1
42
2-ს მოსწონს
ავტორი:შორენა-ალაზნისპირელი
შორენა-ალაზნისპირელი
42
  
2014, 8 აპრილი, 17:58
ძალიან კარგია.
0 1 1