x
image
მანჩო 777
15 საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ
წყალი-უბრალო, მარტივი და ყველზე მეტად გავრცელებული ნივთიერებაა დედამიწაზე, მაგრამ ამავე დროს ის თავის თავში ძალიან ბევრ გამოცანას ინახავს. საუკუნებია მეცნიერები გამუდმებით იკვლევენ მის თვისებებს და სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს პოულობენ. გთავაზობთ ყველასათვის ნაცნობ თუ უცნობ რამოდენიმე ფაქტს წყლის შესახებ.


image


ფაქტი 1.ყველაზე სუფთა წყალი ფინეთშია.

იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული წყლის მარაგიდან ყველაზე სუფთა წყალი ფინეთშია. სულ ამ გამოკვლევაში მონაწილეოიბა მიიღო 122-მა ქვეყანამ. აღმოჩნდა, რომ დედამიწის 1 მილიარდზე მეტ მცხოვრებს საერთოდ არ მიუწვდება ხელი უსაფრთხო და დაუბინძურებელ წყალზე.



image


ფაქტი2.ყინული გაცილებით სწრაფად მიიღება ცხელი წყლიდან.

რომელი წყალი უფრო სწრაფად გადაიქცევა ყინულად:ცხელი თუ ცივი? ლოგიკური პასუხი ცივია, თუმცა ცდები გვიჩვენებენ, რომ ყინულად ცხელი წყალი გაცილებით სწრაფად იქცევა, ვიდრე ცივი. რატომ ხდება ეს, მეცნიერებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არა აქვთ.


image

ფაქტი3. წყლის გადაცივება.

ალბათ სკოლის ფიზიკის კურსიდან ყველას გვახსოვს, რომ წყალი 0 გრადუსზე იყინება, ხოლო 100 გრადუსზე დუღს. მაგრამ არსებობს ეგრეთწოდებული ზეგადაცივებული წყალი. ამ თვისებებს ფლობს ძალიან სუფთა წყალი-მინარევების გარეშე. გაყინვის წერტილზე უფრო მეტ დაბალ ტემპერატურაზეც კი ასეთი წყალი თხევადი რჩება და არ იყინება.


image


ფაქტი4. წყალს გააჩნია 3-ზე მეტი აგრეგატული მდგომარეობა.

ასევე სკოლიდან ვიცით, რომ წყალს გააჩნია 3 აგრეგატული მდგომარეობა:მყარი, თხევადი და გაზისებრი, მაგრამ მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ წყალს კიდევ გააჩნია 5 აგრეგატული მდგომარეობა თხევად მდგომარეობაში და 15 გაზისებრ მდგომარეობაში.


image


ფაქტი5. წყალი შეიძლება გადაიქცეს მინად.

თუ წყალს -135 გრადუსამდე გავაცივებთ, ის გადაიქცევა "მინისებრ წყლად". მინისებრი წყალი-ეს მყარი ნივთიერებაა, რომელსაც ისეთივე სტრუქტურული აგებულება აქვს, როგორც მინას.


image


ფაქტი6. სიცოცხლის საფუძველი-წყალია.

წყალი-სიცოცხლის საფუძველია, ის ყველა ცხოველური და მცენარეული ორგანიზმის ძირითადი შეამდგენელი ნაწილია: ცხოველების-75%, თევზების-78%, მედუზების-99%, პამიდორის-86%, საზამთროს-96% წყალია. ახალდაბადებული ადამიანის ორგანიზმის 86%, ხოლო ზრდასრულის -50% ასევე წყალია.

image


ფაქტი7. წყალს გააჩნია ასევე უარყოფითი თვისებაც-ის დაავადებების ყველაზე დიდი გადამტანია.

დედამიწაზე არსებული დაავადებების და ინფექციების 86% წყლის მეშვეობით გადადის. ამ დაავადებებით ყოველწლიურად 25 მილიონამდე ადამიანი იღუპება.


image


ფაქტი8. ადამიანი წყლის გარეშე კვდება.

თუ ადამიანმა დაკარგა ორგანიზმის წყლის მარაგის 20%, ის დაიღუპება.


image


ფაქტი9. ყველაზე მეტი მტკნარი წყალი-მყინვარებშია.

სადაა დედამიწაზე ყველაზე ბევრი წყალი?-პასუხი ერთგვაროვანია:რა თქმა უნდა, მსოფლიო ოკეანეში. დედამიწის წყლის მარაგის მხოლოდ 3% -ია მტკნარი და მისი უდიდესი ნაწილი მყინვარებზე მოდის.


image

ფაქტი10. წყალი, როგორც დიეტა.

წყლის საშუალებით იოლად შეიძლება ვებრძოლოთ ჭარბ წონას. თუ სასმელებიდან დასალევად მხოლოდ სუფთა წყალს გამოვიყენებთ და უარს ვიტყვით სხადასხვა გამაგრილებელ სასმელებზე და წვენებზე, ამით მკვეთრად შევამცირებთ მიღებულ კალორიებს. კიდევ ერთიც, წყლის დალევის შემდეგ, ყავის და ჩაისაგან განსხვავებით, ნაკლებად გვინდება ტკბილეულის მირთმევა.

image

ფაქტი11. წყალი აუცილებელია ჯანმრთელი გულისათვის.

წყალი გვეხმარევა შევამციროთ გულის შეტევის რისკი. გამოკვლევებმა აჩევენეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამდნენ, გაცილებით მცირე იყო გულის შეტევების რიცხვი, ვიდრე ისეთ ადამიანებში, ვინც მხოლოდ 1-2 ჭიქა წყალს ღებულობდა დღეში.


image

ფაქტი12. 35 ტონა წყალი მთელი სიცოცხლის მანძილზე.

ადამიანს უჭმელი შეუძლია გაძლოს 6 კვირა, მაგრამ უწყლოდ-მხოლოდ-5-6 დღე. მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საშუალოდ ერთი ადამიანი 35 ტონა წყალს სვამს.


image

ფაქტი13. ყველაზე ძვირფასი წყალი.

წყალი შეუძლება იყოს შეუფასებელი, თუმცა ის ასევე შეიძლება იყოს ძალიან ძვირი. მსოფლიოში ყველაზე ძვირი წყალი იყიდება ლოს-ანჟელესში- მწარმოებლები ეკოლოგიურად სუფთა წყალს ფუთავენ დაბალანსებული ph-ის მქონე ჭურჭელში, რომელიც გარედან შემკობილია სვაროვსკის თვლებით. ასეთი წყლის 1 ლიტრი 90$ ღირს.


image

ფაქტი 14. არსებობს წყალი, რომელიც იწვის.

სასარგებლოსთან ერთად არსებობს აგრეთვე სახიფათო წყალიც. მაგალითად, აზერბაიჯანში არის წყალი, რომელიც შეიცავს მეთანს, მასთან ანთებული ასანთის მიტანისთანავე წყალი ფეთქდება. ხოლო სიცილიის ერთ ერთი ტბის ფსკერზე არის მჟავას საბადო, რომელიც ტბის მთელ წყალს მომწამვლელად აქცევს.

image

ფაქტი15. წყალი შეიცავს ცილას.

ზღვის წყალი-საკმაოდ კვებითი ღირებულების მქონე სუბსტანციაა. ასეთი წყლის 1 კუბური სანტიმეტრი შეიცავს 1, 5 გრამ ცილას და აგრეთვე სხვა მკვებავ ნივთიერებებს. მეცნიერები თვლიან, რომ მხოლოდ ატლანტის ოკეანე შეიცავს იმდენ მკვებავ ნივთიერებას, რამდენსაც მთელ დედამიწაზე 20 000 წლის განმავლობაში მოწეული მოსავალი ერთად.

0
10082
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
10082
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0