x
image
worldsport.ge
ტაისონ ფიური: “თუ არ დამემალა, კლიჩკოს აუცილებლად მოვუგებ”

imageსუპერმძიმეწონოსანი მოკრივე ტაისონ ფიური (დიდი ბრიტანეთი) უახლოეს მომავალში IBF-ს, WBA-სა და WBO-ის ვერსიით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვლადიმერ კლიჩკოს წინააღმდეგ რინგზე გასვლას და მის დამარცხებას აპირებს.
“მას შემდეგ, რაც დერეკ ჩისორას შევხვდები და დავამარცხებ, კლიჩკო, რომელიც აქამდე ჩემთან ბრძოლას თავს არიდებდა, ვალდებული იქნება, ჩემს წინააღმდეგ გამოვიდეს რინგზე. თუ არ დამემალა, კლიჩკოს აუცილებლად მოვუგებ”, - ამბობს ფიური.
თავის მხრივ, ჩისორა აცხადებს, რომ ფიურის აუცილებლად დაამარცხებს და საჩემპიონო ბრძოლაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ის შეხვდება.

როლანდ ლაბუჩიძე

www.worldsport.ge

0
192
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
192
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0