x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
შეცდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს არ ეკადრება!
imageროგორც ცნობილია, პოლონეთში ვიზიტის დროს ოფიციალური სიტყვით გამოსვლისას, მარგველაშვილმა ინგლისურად ისაუბრა. სწორედ ეს ჩაუთვალა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს უპატიებელ შეცდომად. გთავაზობთ ციტატას ქალბატონი სალომეს "ფეისბუქის" გვერდიდან.


"მომეჩვენა თუ ოფიციალურ სიტყვით ოფიციალურ ვიზიტზე საქართველოს ოფიციალური პრეზიდენტი ინგლისურ ენაზე გამოდის??????

დავუჭირე მხარი მის სასახლეში შესვლას... გავამტყუნე მთავრობა რომელიც არ ესწრებოდა პრეზიდენტის პირველ ანგარიშს პარლამენტში...... მაგრამ ასეთი შეცდომა საქართველოს პრეზიდენტს არ ეკადრება!


საერთაშორისო ენა არ არსებობს (არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციებში მიღებული ოფიციალური ენები, მაგრამ მხოლოდ იმ ორგანიზაციების ფარგლებში) და არსებობს პროტოკოლი და შენი სახელმწიფო ენის პატივისცემა.


[ენა] ჩვენ თუ არ დავიცავით არავინ დაიცავს ჩვენს მაგივრად!



ისე სხვა მხრივ ძალიან მიხარია ეს ოფიციალური ვიზიტი და ისიც, რომ ევროპაში პოლონეთით დაიწყო...", - წერს ზურაბიშვილი.



2
1013
3-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1013
  
2014, 11 აპრილი, 9:37
ოღონდ ეგ სადმე გამოჩნდეს და... :D
2014, 4 აპრილი, 14:24
მიშა სად ლაპარაკობდა ერთი ქართულად. კაცმა ცოდნა გამოამჟღავნა,რა უნდათ :D
0 1 2