x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ვის ადანაშაულებს ოჯახის დანგრევაში მარიამ როინიშვილის ყოფილი ქმარი?
image

























მარიამ როინიშვილი პოპულარული ქართველი მომღერლის, თამრიკო ჭოხონელიძის ქალიშვილი გახლავთ. გოგონამ დედის გზა, სიმღერა აირჩია, თუმცა ქართულ შოუბიზნესს გაერიდა და საოპერო მომღერალი გახლავთ. ოჯახი საკმაოდ ახალგაზრდამ, 20 წლისამ შექმნა. მარიამის რჩეული გიორგი მახარაძე გახლდათ. გიორგი მარიამის ძმის, კოკოს კურსელი და მეგობარი გახლდათ. ის მსახიობია და ამჟამად "თავისუფალ თეატრში" მიწვევით თამაშობს, ერთი პერიოდი მუსკომედიის თეატრის დასშიც ირიცხებოდა. image
სამწუხაროდ ურთიერთობა არ შედგა, წყვილი დაშორდა.

მათ ერთი ქალიშვილი, პატარა ელენე ჰყავთ.

წყვილი დაახლოებით 2 წლის მანძილზე მალავდა დაშორების ამბავს, თუმცა საქართველოში რა დაიმალება. რა გახდა დაშორების მიზეზი? ამბობენ, რომ მარიამს ქმარმა უღალატა, თუმცა ეს მხოლოდ ჭორია. "ჩვენს შორის გაჩნდა ბზარი. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ხასიათი გვაქვს, რაღაცეები მას სხვანაირად ესმის, მე კიდევ – სხვანაირად. ჩვენ შორის ვერ მოხდა თანხვედრა. ისიც ვერ მოხერხდა, რომ ცალკე გვეცხოვრა და, რასაკვირველია, ამასაც ჰქონდა თავისი მიზეზი. ერთმანეთი არ დაგვიხოცავს და ისე არ დავშორებულვართ. ის, რომ ოჯახი დაგვენგრა, ჩემი და მარიამის ბრალია და არა – სხვის"-ამტკიცებს გიორგი. მარიამს ქმარი ერთი წლის მანძილზე შერიგებას სთხოვდა, თუმცა ამაოდ. გიორგის ცხოვრებაში კი უკვე სხვა ქალბატონი გამოჩნდა. წყვილი ცდილობს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს. მათ ხომ საერთო ქალიშვილი ჰყავთ. ვუსურვოთ მათ წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


imageimageimageimageimage


1
4025
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
4025
  
2014, 4 აპრილი, 17:12
მოდაში შემოვიდა დაქორწინება დ განქორწინება.მანამ გაერკვნენ ამ ხასიათებში.
0 1 1