x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
რას წარმოადგენს ესპერანტო

ესპერანტო საერთაშორისო ენაა, ყველაზე პოპულარული ხელოვნური ენებიდან. პროექტი 1887 წელს დაამუშავა ვარშაველმა ექიმმა ლ.მ.ზემენგოფმა. ესპერანტოს შეადგენს ძირითადად საერთაშორისო სიტყვები, რომელთა გაგებაც ხშირად თარგმანის გარეშეა შესაძლებელი და ასევე 16 მთავარი გრამატიკული წესი. ესპერანტოში ყველა წესი მკაცრად განსაზღვრულია და არ აქვს გამონაკლისები, ასევე ყველა სიტყვა ისევე იწერება, როგორც წარმოითქმის.

ესპერანტოს სტრუქტურა და ლექსიკა ერთობ უბრალოა, ისე რომ ნებისიერ ადამიანს 3-6 თვეში შეუძლია დაეუფლოს ამ ენას, როდესაც ასეთივე დონეზე რომ ფლობდეთ რომელიმე ნაციონალურ ენას, დაგჭირდებათ 5-6 წელი. ამასთანავე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ესპერანტო ატარებს პედაგოგიურ ხასიათს – ის ბევრად აადვილებს შემდგომში სხვა უცხო ენების შესწავლას.

ამ ენის უბრალოება მას არ ხდის მოუქნელს, პირიქით, ის ძალიან კეთილხმოვანია (იტალიურს მოგაგონებთ) და აქვს ბრწყინვალე გამომხატველობითი უნარი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვთარგმნოთ მსოფლიო ლიტერატურის კლასიკური ნაწარმოებები (დანტედან და პუშკინიდან დაწყებული, ბულგაკოვითა და ტოლკენით დამთავრებული). ასევე შევქმნათ ესპერანტოზე ორიგინალური საინტერესო ლიტერატურა. ესპერანტოზე ყოველწლიურად გამოდის ორასზე მეტი წიგნი და სამასზე მეტი პერიოდული გამოცემა. ასევე არის ესპერანტოსადმი მიძღვნილი ინტერნეტ კონფერენციები, მაგალითად soc.culture.esperanto, ასევე გზავნილების სია denask-l, რომელიც ეთმობა ესპერანტოს, როგორც მშობლიური ენის განხილვას, არის ესპერანტოსადმი მიძღვნილი კონფერენცია fido-ს ქსელშიც: fido7.esperanto.rus

ესპერანტო, იდეალში, მოწოდებულია გახდეს მეორე მშობლიური ენა თითოეულისათვის მსოფლიო მასშტაბით. ეს, უპირველესად, ყველა ერს საშუალებას მისცემდა განევითარებინათ თავისი ენა და კულტურა თანაბარი შესაძლებლობების პირობებში, ისე რომ არ შეშინებოდათ უცხოს შემოჭრისა და ასიმილაციის. მეორეს მხრივ კი მიეღოთ სხვა ერებისაგან ფართო ურთიერთგაგება, რამეთუ შეძლებდნენ ნეიტრალურ და ადვილად შესწავლად ენაზე პირდაპირი კონტაქტები დაემყარებინათ არა მარტო გავლენიან ადამიანებს, არამედ უბრალო ხალხსაც. ამიტომაც, ესპერანტო არის გზა მთელი მსოფლიოს შიგნიდან გასაცნობად, გზა დემოკრატიისა და ინტერნაციონალიზმისაკენ. ამასთანავე, ესპერანტი კომერსანტები მას იყენებენ თავის კონტაქტებში. ესპერანტო გაძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო შეხვედრებში, რომელსაც ესწრება ათასზე მეტი ადამიანი ათამდე ქვეყნიდან და ისინი ურთიერთობენ ერთმანეთთან თარჯიმნის გარეშე. შეიძლება ესტუმროთ ნებისმიერ ქვეყანას და გაიცნოთ ის, არა როგორც უბრალოდ ტურისტმა, არამედ გაინოთ “შიგნიდან”. შეგიძლიათ გაეცნოთ ლიტერატურულ თარგმანებს, ისეთი ენებიდან, საიდანაც, ქართულად არაფერი არ არის ნათარგმნი, ან ცუდად ითარგმნებოდა. შეიძლება თქვენ თავში აღმოაჩინოთ ისეთი შემოქმედებითი ნიჭი, რომელზეც არც კი გიფიქრიათ. შეიძლება აქ ჩამოვწეროთ ათეულობით რამე, რომელსაც მოგცემდათ ეს ენა. მაგრამ ეს ყველაფერი რომ განვახორციელოთ უფრო ახლოს უნდა გავიცნოთ ეს ენა.


წყარო http://ucxoenebi.wordpress.com/2012/04/18/esperanto/

1
180
5-ს მოსწონს
ავტორი:ikaponka
ikaponka
180
  
2013, 2 ივნისი, 23:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1