x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134385
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
უკვე რუსეთშიც კანონიერ ქურდებს უსწორდებიან
image

ერთ-ერთ მოსკოვის რესტორანში მორიგ ე.წ. "სხოდკაზე" შეიკრიბნენ შავი სამყაროს წარმომადგენლები, რომ განეხილათ "საჭირბოროტო საკითხები", თუმცა მორიგი საქმის გარჩევა არ დასცალდათ.


რუსეთის ფედერაციის შ.ს.ს.-ს თანამშრომლებმა სპეცოპერაციის შედეგან დააკავეს 30 კრიმინალური ავტორიტეტი, ამათგან 8 "კანონიერ ქურდთა" სიაში ირიცხება.


"ყველა პიროვნება, რომელზედაც ოპერატიული ინტერესი არსებობს პოლიციაში იქნება გადაყვანილი"- იუწყება რუსეთის ფედერაციის შ.ს.ს.-ს პრესსამსახური.



იანვრის თვეში კიდევ ერთი სპეცოპერაციის დროს დაკავებული იქნა 50 კრიმანალური ავტორიტეტი, მათ შორის იყო 42 წლის კოსტანტინ ვასილევი, მეტსახელად "Костя Шрам"(დაღიანი კოსტია) და ორიც კანონიერი ქურდი, მეტსახელად "ბატია და პეტროვიჩი".


თებერვლის თვეში პოლიციამ პარალელურ რეჟიმში კრიმინალთა ორი "სხოდკა" აიყვანა, სულ 90 ადამიანი.

ერთ-ერთი განხორციელდა მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში, პრიობრეჟენსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი კრიმინალის "კურთხევაზე", სულ დაკავებული იქნა 50 აზერბაიჯანელი.


ამის გარდა ვოლოკალამის გზატკეცილზე მდებარე აბანოში დააკავეს 40 რუსი და კავკასიური წარმოშობის კრიმინალური ავტორიტეტი.

0
637
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
637
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0