x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
6 ყველაზე საუკეთესო და ძვირადღირებული სუნამო
ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი სუნამოა. იგი პირდაპირპროპორციულია ადამიანის ხასიათისა. სუნამოს არჩევა არც თუ ისე მარტივი საქმეა; დიდი დრო და ენერგია გჭირდება იმისთვის, რომ მიაგნო იმ ერთს, რომელზეც თამამად იტყვი: "ეს ისაა".

მკითხველო, ალბათ, ბევრი გსმენია საუკეთესო ბრენდებზე, მაგრამ ცოტა რამ თუ იცი 6 ყველაზე ძვირადღირებულ სუნამოზე.


მაშ ასე, აი ისინიც:


1. "Golden Delicious" მწარმოებელი "DKNY", "Martin Katz"



პირველი ბოთლი 1 მილიონ დოლარად გაიყიდა. ესაა ყველაზე ძვირი მსოფლიოში. იგი შეიცავს თეთრ და ყვითელ ოქროს, 3000 ძვირფას ქვას, რომლებსაც მწარმოებლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოიპოვებენ. ამჟამად მისი ყიდვა შეთანხმებითაა შესაძლებელი.


image

2. "La Vie est Belle" მწარმოებელი "Lancome" Rouge et Baccart

სუნამო მოთავსებულია ხელნაკეთ ბროლის ბოთლში. იგი შედგება 133 პატარა სამკაულისა და 48 კრისტალის მილისაგან. თითოეული დეტალი მზადდება ხელით და სამუშაოსათვის საჭიროა 120 დღე. სუნამოს მხოლოდ 15 ეგზემპლარია მთელს მსოფლიოში.

image


3. "Opium L'Objet Rare" მწარმოებელი Yves Saint Laurent et Manuela Paul-Cavalier

ესაა ყველაზე კრეატიული ნაწარმი Yves Saint laurent-ის, რომელიც მოთავსებულია მთლიანად ოქროში. შექმნილია მხოლოდ 50 ეგზემპლარი. მისი ფასია 2000$

image


4. "Diaghilev" მწარმოებელი Roja Parfums et Faberge

სუნამო შეიქმნა რუსი ბალერინებისთვის. იგი სხვადასხვა ხილისა და ყვავილის არომატს შეიცავს. ის გაყიდვაშია და შეძენა შესაძლებელია ლონდონში სულ რაღაც 20 389 ევროდ.

image


5. "Lalique" მწარმოებელი Bentley Motors Crystal Edition

სუნამოს 999 ეგზემპლარია. იგი მოთავსებულია მთლიანად კრისტალში. ბოთლს აქვს ფორმა, სახელწოდებით "B aile". მისი შეძენა შესაძლებელია 3 500 ევროდ.

image


6. "Shalimar Indes & Merveilles " მწარმოებელი Guelain et Sylvia Toledano

შექმილია 48 ეგზემპლარი. ბოთლში მოთავსებულია 1.5 ლიტრი სუნამო. სურათზე ნაჩვენები ნიმუში კი ერთადერთია. იგი მორთულია Sylvia Toledano-ს სამკაულით, როგორც "მიწვევა სიყვარულის, ვნებისა და ლოთობის". სუნამო ტაჯ მაჰალის მისტიკურობას აღწერს. იგი 9 500 ევრო ღირს.

image

2
659
13-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
659
  
2014, 2 აპრილი, 23:10
რას ვიზამთ. საიდანაც ვთარგმნე, მხოლოდ ეს 6 იყო
2014, 2 აპრილი, 21:05
ჩემი საყვარელი სუნამო "LALIK" არ არის ამ ჩამონათვალში
0 1 2