x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
მეუღლეთა ურთიერთშეთავსება ასაკის მიხედვით (მიხეილ ცაგარელის რჩევები)
ერთ წელს დაბადებულები- ქორწინება, საქმიანი პარტნიორობა არ არის სასურველი. თუ მათ სოციალური ამბიციები არ აქვთ და სურთ მთელი ცხოვრება ერთმანეთის გვერდი-გვერდ მონოტონურად ისხდნენ ტელევიზორთან, მაშინ ერთ წელს დაბადებულ ადამიანთა კავშირი მისაღებია, მაგრამ თუ მათ ლიდერული ხასიათი აქვთ –კონფლიქტებისა და დაპირისპირების ალბათობა ძალიან მაღალია.

განსხვავება 1 წელი - ხელს უწყობს სიმდიდრის დაგროვებას. ასეთი პარტნიორები ეხმარებიან ერთმანთს ფულის მოპოვებაში. როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან კავშირებში ადვილდება ვალების გასტუმრება.

განსხვავება 2 წელი – სიმდიდრის დაგროვების პერსპქტივები ფაქტობრივად არ არსებობს, სამაგიეროდ თქვენ გარანტირებული გექნებათ გრძნობების სიუხვე, სულიერი განვითარება, სექსუალური ერთიანობა. ზოგჯერ ასეთ კავშირები ხანმოკლეა.

განსხვავება 3 – 9 – 12 – 15 წელი - ასეთი განსხვავება წლებში კრიტიკულია. ასეთი ადამიანები ერთმანეთს მოუტანენ განცდებს, ბრძოლას კონკურენციას, დაპირისპირებას, მაგრამ ვისაც მძაფრი შთაბეჭდილებები, ბრძოლა სურს, – მათთვის ასეთი ერთიერთობა შეიძლება საინტრესო და პროდუქტიულიც კი აღმოჩნდეს, თუმცა 9 წლიანი განსხვავების შემთხვევაში, მაინც რთულია ჯანმრთელი კონკურენციის მიღება, უფრო ინტრიგების ქსელში გაბმული შეიძლება აღმოჩნდეთ.


განსხვავება 4 წელი- ჰარმონიული ურთიერთობების ალბათობაა. ბევრი საერთო ინტერესია. შესაძლებელია საერთო ბიზნესი, მოგზაურობა.

განსხვავება 5 – 10 – 15 – კარმული კავშირია, ადამიანები აბრუნებენ და თავისუფლდებიან კარმული ვალებისაგან, რომელიც მათ ან მათთმა წინაპრებმა დააგროვეს. ასეთ საქორწინო თუ საქმიან ურთიერთობებში მეტად პრივილიგირებულია უმცროსი პარტნიორი - მისი შესასრულებელი ამოცანები უფრო მსუბუქია. ასეთ კავშირებს ჰარმონიულს ვერ დავარქმევთ, თუმცა ისინი ხელს უწყობენ ცხოვრებისეული გზის სწორ არჩევანს, სულიერ განვითარებას, ფსიქოკომპლექსებისგან განთავისუფლებას.

განსხვავება 6 წელი- სახიფათო შეხამებაა, არსებობს დისჰარმონიული ტენდენციები. არ არის სასურველი.

განსხვავება 7, 14 წელი – საგრძნობლად ართულებს ცხოვრებას. იწვევს ნეგატიური ტენდენციების, ენერგიების მოზიდვას. მაღალია ღალატის ალბათობა. სამაგიეროდ, საიდუმლო კავშირებისთვის (თუ არ გსურთ ურთიერთობის აფიშირება) - ასეთი ურთიერთობები იდეალურია.

განსხვავება 8 წელი - ჰარმონიული ურთიერთობები, შემოქმედებითი ურთიერთობის გამოვლენა.

განსხვავება 16 წელი – პარტნიორები იდეალურად ავსებენ ერთმანეთს. აქ არის თვითშემეცნების პროცესი, მაგრამ ცხოვრებისეულ გზაზე შეჩერება, გაყინვა, წინსვლაზე უარის თქმა, - ანგრევს ამ კავშირს..

განსხვავება 11 წელი – მოულოდნელობებით აღსავსე კავშირია, აზარტი, ერთიანობა და წინააღმდეგობა ერთროულად. შესაძლებელია ასეთ პარტნიორთან ურთიერთობისას დაწეროთ ბესტსელერი, არაამქვეყნიურმა განცდამ, გრძნობამ, მოგაპოვებინოთ მილიონი, თუმცა იგივე ალბათობით დაკარგოთ ყველაფერი.

განსხვავება 13 წელი – არ გვპირდება მსუბუქ ურთიერთობებს, მაგრამ თუ თქვენ არ გეშინიათ საბედისწერო სიტუაციების და მიილტვით სულიერი ტრანფორმაციისაკენ, მაშინ ასეთი კავშირები თქვენთვის საინტერესო იქნება.

0
1720
1-ს მოსწონს
ავტორი:ლექსო
ლექსო
1720
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0