x
image
beko777
ზოგჯერ საცერში წყალს უფრო გააჩერებ, ვიდრე კვირა დღეს ქმარს სახლშიო
„ზოგჯერ საცერში წყალს უფრო გააჩერებ, ვიდრე კვირა დღეს ქმარს სახლშიო” - თანამედროვე გამონათქვამი


სახლში დამელოდე, პენელოპ


დაუპყრობელი მწვერვალები და დაპყრობილი მდივანი ქალები, აუთვისებელი მიწები და ათვისებული ლუდხანები, ბობლა-შამაია, აბანო და ქალები, შეუსწავლელი ოჯახი და შესწავლილ ძმაბიჭებთან ერთად თევზაობა ან ნადირობა – აი მამაკაცთა საკვირაო მისწრაფებების ის არასრული ნუსხა, რომელთა გამო ისინი ცოლის მხურვალე მკლავებს ტოვებენ. მაგრამ ცოლი ხელთათმანი არ არის: ხელზე ვერ დაიფერთხავ და საქამრეში ვერ გაიჩრი.
საით გაგიწევია, ოდისევსო?


მაგალითისთვის, ცოლს ძალუძს თავისი მრავალტანჯული სხეულით უკანდასახევ გზას გადაეღობოს და ატირდეს. ეს ქმარს, ცხადია, ხასიათს გაუფუჭებს, მაგრამ სახლში დარჩენას მაინც ვერ აიძულებს. გავრცელებული აზრის მიუხედავად, მამაკაცები არც ისე მგრძნობიარენი არიან ქალების ცრემლების მიმართ. ქალი თვითონ თუ არ აქვითინდება, დერეფანში ჩასველებულ რეიტუზებში ატირებულ ბავშვებს წამწკრივებს. მაგრამ ეშმაკი მამა შვილებს „აი ასეთი კურდღლის” მოტანას დაპირდება და დაიმედებული წვრილშვილი სიხარულით დაუქნევს მამიკოს ხელს. სამწუხაროდ, ყველა ეს გავრცელებული ქალური ილეთი მოძველდა და სწორხაზოვნების გამო უვარგისი გახდა. ნებისმიერი სტრატეგი გეტყვით, რომ სასიყვარულო შეტევის დაწყება მხოლოდ აღმატებული ძალებით ვარგა. არა, ერთი თავმოტვლეპილი რევოლუციონერის თქმისა არ იყოს, ჩვენ სხვა გზით წავალთ.



მოსიყვარულე გულების მუდმივ დამაშორებლებს წარმოადგენენ ჩვენს ქვეყანაში მობინადრე წყვილჩლიქოსნები, ფრთოსანი და სხვა სახეობები. სანამ ვინმე ტახებისკენ გაიწევდეთ, კარგად დაფიქრდით. მონადირე ან მებადურ ცოლს უამრავი უპირატესობა გააჩნია. თვითონ განსაჯეთ: ქმარი თავისუფალ დროს სუფთა ჰაერზე ატარებს, რაც კეთილხელსაყრელად აისახება პირველ რიგში მის ჯანმრთელობაზე. მის არყოფნაში თქვენც არ უნდა იყოთ სამზარეულოში ქურასთან მიჯაჭვული. სახლში სადაქალო თავყრილობა შეგიძლიათ მოაწყოთ. თუმცა, ცხადია, ამასაც თავისი მინუსები გააჩნია. ჯერ ერთი, ეს გატაცებები მატერიალურ დანახარჯებს მოითხოვს. უბრალოდ, დაელოდეთ, სანამ თქვენი მურწაზე დაგეშილი მეთევზე ქმარი ზურგჩანთაც გადაიკიდებს ალიონზე. თქვენ კი, რაიმე Cacharel-ის ფირმის ლეღვის ფოთლის მსგავსი ბიკინით აფარებული ნახევრად მძინარე და ჯერ კიდევ თბილი გამოდით მის, ვითომდა, გასაცილებლად: „ძვირფასო, ბუტერბროდები ხომ არ დაგავიწყდა?” დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ როცა ის თქვენთან ერთად ლოგინში „ჩაბუტერბროდებული” გამოიღვიძებს, მისი ძმაკაცები უკვე სადმე მდინარე „X” – ის ან ტბა – „Y”-ის მისადგომებთან იქნებიან მისულნი. თუ არა და, ძველი კომუნისტური ხუთშაბათის მსგავსად, შეგიძლიათ თევზის დღე მოუწყოთ. მთელი დღის განმავლობაში ხამსებისა და შამაიების ჭამით მოყირჭებული თქვენი მეუღლე ნაკლებად მოინდომებს ტალახიან ჭაობაში ამოგანგლული – თევზის დაჭერას.


რბილი პასი – საკუთარ კარში
შემთხვევები, როცა ჯანსაღი ინსტინქტების მქონე მამაკაცები ბევრად უფრო დახვეწილ, მაქმანებიან ქვედა თეთრეულში გამოწყობილი ქალით დატკბობის ნაცვლად ტრუსებიან დაბანჯგვლულ მამრთა საზოგადოებაში ამჯობინებენ ყოფნას – საკმაოდ გავრცელებულია. ასეთ მამაკაცებს გულშემატკივრებს, ანუ „გულმტკივანებს” უწოდებენ. მათ განკურნებას აზრი არა აქვს. ასეთ „გულმტკივან” გულშემატკივრებს ინფარქტები იშვიათად ემართებათ, რადგან მთელ თავის ნეტაგიურ ემოციებს ტრიბუნებზე აფრქვევენ. ასეთ ღონისძიებებზე უცხო ქალბატონებს არ იპატიჟებენ. გარდა ამისა, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციის წყალობით, საუკუნის მატჩები არც ისე ხშირად ტარდება, ასე რომ, ოჯახისთვის დრო საკმარისზე მეტად რჩება. ხოლო თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ამ ცხოვრებაში ყველგან მხარდამხარ უნდა იაროთ, შეგნებულად შეგიძლიათ გულშემატკივრობით დაავადება და ყველგან ერთად უნდა იაროთჩ.


სტუმრად ავტოფარეხში


ძალიან სცდებით, თუ მიგაჩნიათ, რომ ავტოფარეხი მანქანების გარდა კარტოფილის ტომრების შესანახი ადგილია. როგორც ეს მამაკაცებს ესმით – „გარაჟი” – დედამიწაზე გამოვლენილი სამოთხის მოდელია. იქ უეჭველად იქნება ვინმე მეკარბურატორე ჟორა ან უახლოესი სახლების მოტორებისა და ტრანსმისიების ღმერთი – სპირიდონა. „სამოთხის” მობინადრეები კათხა ლუდთან და ტაოტის არომატში ჩაფლულნი მუსაიფით ატარებენ საამოდ დროს. იქ კარგია და შეიძლება ისეთ მამაკაცებსაც გავუგოთ, რომლებიც ყოველ კვირა დღეს საუზმის შემდეგ იქითკენ მიეშურებიან. მაშ შეუთავსეთ მისი სასიამოვნო საკუთარ სასარგებლოს. ხელში მიეცით გაფუჭებული სამეურნეო მოწყობილობებით სავსე ჩანთა, რომლის გაკეთები დროს კვირიდან კვირამდე არა აქვს ხოლმე – და ისინი იქ ურთიერთრეკომენდაციებით შეაკეთებენ. ის ამბობს: „მერე, მერე გავაკეთებ?” დააშინეთ იგი, რომ მოგვიანებით თვითონვე შეურბენინებთ „გარაჟში”. მამაკაცთა სამოთხეში შესვლა ქალებს ხომ სასტიკად ეკრძალებათ. თუმცა, იქ ზოგჯერ „ბილეთიანი” „ღამის პეპლები” შეფარფატდებიან ხოლმე. ყოველი შემთხვევისათვის, მაინც გადაამოწმეთ!
განსჯისათვის


მხოლოდ მამაკაცები არ მრავლდებიან


დაე, გაისეირნოს!


ზოგჯერ მამაკაცები დასვენების დღეებში მაინც უნდა გავუშვათ სადმე, თუნდაც მის საბოლოოო მიზანს დიდი ხნის უნახავ ძმაკაცებთან ერთად ლუდის დალევა წარმოადგენდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მთელ დღეებს დივანზე წამოკოტრიალებული გაატარებს, გასუქდება, გაფერმკრთალდება და თქვენ თვითონაც არანაირად აღარ დაგაინტერესებთ მასთან ურთიერთობა. მთავარი კი ისაა, რომ იგი ერთხელაც გამოავლენს ყველა თქვენს ქალურ ხრიკს და მაშინ იგი უკვე უეჭველად გაიქცევა. ოღონდ არა საფეხბურთო მატჩზე ან მეგობრებთან ლუდხანაში, არამედ ახალი ბედის სხვა, ნაკლებად ეშმაკ ქალთან საძებრად. ასე რომ, დაე, გაისეირნოს.

0
32
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:beko777
beko777
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0