x
image
cxvedo
ავოკადოს სალათი მსხლითა და ყველით
ინგრედიენტები:

● ავოკადო - 1 ცალი

● მსხალი - 1 ცალი

● ბულგარული წიწაკა - 2 ცალი


● ყველი - 100 გ.

● ლიმნის წვენი - 1 სუფრის კოვზი

● სალათის ფოთლები - გემოვნებით

● ნიორი - 1-2 კბილი

● შაქარი - 1/4 ჩაის კოვზი

● ზეითუნის ზეთი - 3/4 სუფრის კოვზი

● ძმარი - 2 სუფრის კოვზი

● ოხრახუში - გასაფორმებლად

● მარილი და პილპილი - გემოვნებით


Салат из авокадо с грушей и сыром


მომზადება:

გრძელ ნაჭრებად დავჭრათ ავოკადო, წიწაკა, მსხალი და სალათის ფოთლები. ავოკადოს ნაჭრებს მოვასხათ ლიმნის წვენი. ამასობაში ყველიც დავჭრათ გრძელ წვრილ ნაჭრებად. ნიორი დავჭყიტოთ; წვრილად დავჭრათ ოხრახუში. ავურიოთ ერთმანეთს ნიორი, შაქარი, პილპილი, ზეითუნის ზეთი, ძმარი, დავუმატოთ დაჭრილი მწვანილიც და კარგად ამოვურიოთ. მიღებულ მასაში ჩავყაროთ უკვე დაჭრილი ავოკადო, მსხალი, წიწაკა, სალათის ფოთლები და ყველის ნაჭრები. კარგად ამოვურიოთ (სასურველია თუ ცოტა ხნით გააჩერებთ) და...


გემრიელად მიირთვით







0
127
6-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0