x
image
beko777
საოცარი სილამაზე ხალხურად

imageგაზაფხულობით, ახალგაზრდა ქალიშვილების კანიც კი დუნდება, კარგავს ელასტიურობასა და
ჯანმრთელ ელფერს, რადგან როგორც მთლიან ორგანიზმს, ასევე კანსაც სჭირდება ვიტამინების მიწოდება. გთავაზობთ, რამდენიმე საოცრად ეფექტურ ხალხურ საშუალებას, რომელიც დაგეხმარებათ გქონდეთ მომაჯადოებელი სილამაზე.
* წვრილად დაჭერით ახალი კიტრი, მოათავსეთ ბოთლში და დაასხით არაყი. მიღებული ნარევი 2 კვირის განმავლობაში მოათავსეთ მზეზე. ამის შემდეგ, ოდნავ დაასველეთ ნაჭერი ხსნარში და გაიწმინდეთ სახე დილა-საღამოს. უკვე რამდენიმე დღის შემდეგ შენიშნავთ, რომ კანი გადატკეცილი, ნაზი და ფეროვანი გახდება.

* ერთი უმი კვერცხის გული აურიეთ ერთ ჩაის კოვზ თაფლს და ასეთივე რაოდენობის გლიცერინს, მიღებული მასა კარგად გასრისეთ, ისე, რომ ერთგვაროვანი გახდეს. დაიდეთ სახეზე და გაიჩერეთ 1-2 საათით. შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი და მერე ცივი წყლით. სახე მაშინვე ქორფა გახდება, გასწორდება ნაოჭები. ნარევი, რომელიც მოგრჩებათ, მოათავსეთ მაცივარში და გაიმეორეთ ნიღაბი კვირაში 2-3-ჯერ.

საერთოდ, გაზაფხულზე განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ სახეს, ნუ დაინანებთ წასასმელად არაჟანს, რძეს, კარაქს. როდესაც სამზარეულოში რაიმეს ამზადებთ, ლოყებზე, ცხვირზე, შუბლზე, ნიკაპზე წაისვით კარტოფილის, ჭარხლის, კიტრის ნაჭრები, რადგან
ზამთრისა და გაზაფხულის შემდეგ, კანს კვება სჭირდება.



0
577
3-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
577
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0