x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მეცხრე გენერალური ასამბლეა

საფრანგეთის სავაჭრო პალატა

31 მარტს, ორშაბათს, 18:00 საათზე რესტორან ბოჰემაში საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის მეცხრე გენერალური ასამბლეა გაიმართა.


ასამბლეაზე განიხილეს გასული წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობების ანგარიში, ფინანსური ანგარიში და სამოქმედო გეგმა 2014 წლისათვის. ასევე აირჩიეს საბჭოს 3 წევრი.

საღამოს ოფიციალური ნაწილის შემდეგ სტუმრებს ვახშმით გაუმასპინძლდნენ.

მოკლე ინფორმაცია CCIFG-ის შესახებ:

სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველო არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს ქართული და ფრანგული ბიზნესის განვითარებას.

ასევე სავაჭრო და სამრეწველო პალატა საფრანგეთი-საქართველო არის ფრანგული სავაჭრო და სამრეწველო პალატების გაერთიანების წევრი. (UCCIFE).

CCIFG- ის მისია:

საფრანგეთის სავაჭრო და სამრეწველო პალატის 5 ძირითადი მისია არის:

1. განავითაროს ეკონომიკური და კომერციული ურთიერთობები საფრანგეთსა და საქართველოს შორის.

2. დაეხმაროს ფრნაგულ კომპანიებს რომლებსაც საქართველოში განვითარების სურვილი აქვთ.

3. ხელი შეუწყოს ფრანგულ და ქართულ კომპანიებს შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას.

4. დაეხმაროს წევრ ორგანიზაციებს ბიზნეს კონსულტაციებითა და ქსელური შესაძლებლობებით.

5. კავშირი დაამყაროს სხვა ორგანიზაციებთან როგორიცაა: ICC, UGBC, MEDEF, CCE და CCI.

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:ლელაუგრეხელიძე
ლელაუგრეხელიძე
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0