x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მამაკაცის ქალის ნებაზე „აღზრდა“ შეუძლებელია!
არის თუ არა საჭირო, ან შეიძლება თუ არა მეუღლის საკუთარ ნებაზე „აღზრდა“? როგორ უნდა აღზარდოთ მამაკაცი, ის ბავშვი ხომ არ არის? ქართულ რეალობაში ხშირად ისმის ფრაზები: „როგორ თუ არ მომიმინოს? როგორ თუ არ დამიჯეროს? ეს ყველაფერი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ თითქოს ქალბატონები პატარა ბავშვზე საუბრობენ. თუმცა, ავიწყდებათ, რომ მამაკაცები ჯიუტობით ისევე გამოირჩევიან, როგორც თავად სუსტი სქესის წარმომადგენლები. ავიწყდებათ ისიც, რომ თავადაც არ სიამოვნებთ, როცა მამაკაცები მათ ისე ექცევიან, როგორც უსუსურ ბავშვებს, რომლებსაც თითქოს პარტნიორი კი არა, აღმზრდელი ესაჭიროებათ.

არ არის საჭირო მამაკაცის გადასხვაფერება. ქალბატონებო, უბრალოდ უნდა ეძებოთ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელი, რომელიც ყოველგვარი ბრძანებისა და მითითების გარეშე გაგიგებთ თქვენ. თუ მბრძანებლობა გსურთ, შეგიძლიათ ამისთვის შინაური ცხოველი იყოლიოთ. მამაკაცთან იდეალური ურთიერთობისთის ილტვიან და არა დაძაბული და შიშნარევი ყოფისთვის. თუმცა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ ასეთი ურთიერთობები არ არსებობს, მამაკაცს თუ რაიმე არ ესიამოვნება, მარტივად შეუძლია მისი მოგვარება, ხოლო თუ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი გაჯიუტდება, მამაკაცებს სჯერათ, რომ ამ დროს საუკეთესო გამოსავალი განქორწინებაა.

რა თქმა უნდა ყველამ კარგად იცის, რომ თანაცხოვრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მამაკაცები იცვლებიან. თუმცა, არც ქალბატონები რჩებიან ისეთებად, როგორც დაქორწინებამდე. ეს ცვლილება შესაძლოა უარყოფითი გზით განვითარდეს. ამ შემთხვევაში კი საჭიროა წყვილმა ერთნაირად მოიკრიბოს ძალისხმევა პრობლემების გამოსასწორებლად. ხოლო იმისათვის, რომ ამ პრობლემების წინაშე არ მოგიწიოთ დადგომა, კარგი იქნება თუ ყველაფერზე დაქორწინებამდე კარგად დაფიქრდებით. თავდაპირველად კარგად უნდა გაიცნოთ თქვენი პარტნიორი, შეიყვაროთ მისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები, გახსოვდეთ, რომ თქვენც არ ხართ იდეალური და შესაძლოა თქვენს პარტნიორსაც აღიზიანებდეთ თქვენი გარკვეული თვისებები. მაგრამ მამაკაცების უმრავლესობა ამ ყველაფერზე ხშირ შემთხვევაში თვალს ხუჭავს. შეგიძლიათ მიუთითოთ და აუხსნათ თუ რა არ მოგწონთ მასში. არც ზედმეტი გულახდილობა და არც გადაჭარბებული გულჩათხრობაა საჭირო. თქვენი პარტნიორი პირველ რიგში თქვენი საუკეთესო მეგობარი უნდა იყოს. მაგრამ მიეცით ერთმანეთს საშუალება გქონდეთ საიდუმლო, შეგეძლოთ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა. თუმცა, ამ საიდუმლოში არ იგულისხმება სიტუაცია, რომელიც წყვილის ურთიერთობას ზიანს მოუტანს.

რა მიზეზითაც არ უნდა გადაწყვიტოს ქალმა მამაკაცის „აღზრდა“, შედეგი ყოველთვის ერთნაირია:


1. გაღიზიანება, უთანხმოება და კონფლიქტი.

2. იმედგაცრუება.

3. მუდმივი დაძაბულობა როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

4. ჩხუბი და დროებითი დაშორება.

5. მამაკაცმა კი ამის საფუძველზე შესაძლოა საკუთარი თავის პატივისცემა დაკარგოს.

რატომ უნდა ეცადოთ ქალბატონებო მამაკაცის თქვენთვის სასარგებლოდ აღზრდას? იქნებ სჯობს თქვენი ქმედებებისა და მიდგომების ცვლილებაზე იფიქროთ? ერთი და იგივე მამაკაცი შესაძლოა იყოს როგორც უაღრესად ნაზი ურთიერთობაში, ასევე მეტად მკაცრი და უხეში. მთავარია იცოდეთ თუ როგორ უნდა მიუდგეთ მას.

რისი გაკეთება არ შეიძლება:

1. თავი არ მოაბეზროთ და არ ეუხეშოთ. ეს შესაძლოა პირიქით შემოგიბრუნდეთ.

2. ღონეს სჯობს ხერხი იხმაროთ, ლმობიერება და სიყვარული გამოამჟღავნოთ. არ დაფაროთ თქვენი გრძნობები და ამ გზით, თქვენ მამაკაცს სასურველი მიმართულებით მარტივად წაიყვანთ. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი ამ ყველაფერს იგრძნობს, მაინც ასიამოვნებთ.

3. შეაფასეთ საკუთარი თავი, ქმედებები და ჩვევები. სრულიად შესაძლებელია, რომ ურთიერთობის გაუარესება თქვენი მიზეზით მოხდეს. თქვენ შესაძლოა ამის აღიარება არ გსურდეთ, მაგრამ რეალობა ძირითადად მეტად მტკივნეულია.

4. არ უნდა შეცვალოთ მხოლოდ თქვენი მეორე ნახევარი, თქვენც მასთან ერთად უნდა შეიცვალოთ.

5. თუ საქმე საქმეზე მიდგება და არჩევანის წინაშე დადგებით: შერიგება თუ განქორწინება, კარგად უნდა დაფიქრდეთ. შესაძლოა შერიგება ამჯობინოთ, მაგრამ გააანალიზეთ, შესაძლოა გრკვეული დროის შემდეგ კვლავ ანალოგიური პრობლემის წინაშე დადგეთ.

0
45
შეფასება არ არის
ავტორი:ლექსო
ლექსო
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0