x
image
ვიზა კოხაძე
საინტერესოა, რა მოტივით შეეცადა ამერიკის მოქალაქე ბენჟამინ სმიტი თეთრი სახლის ღობეზე გადაძრომას?

imageimageამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამერიკის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე, დაიჭირეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორშაბათის სატელევიზიო გადაცემა "Fox News".

როგორც საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა ბრაიან ლირიმ განაცხადა, ინციდენტი მოხდა დაახლოებით 16 საათიდან ღამის 24 საათამდე.მისივე განცხადებით, მამაკაცი გადაძვრა თეთრი სახლის ღობეზე, რომელიც იმ წამსვე დაიჭირა დაცვამ.უწყების წარმომადგენლები პრეზიდენტის რეზიდენციას გამუდმებით იცავენ. ინფორმაცია დაკავებული მამაკაცის შესახებ, თუ რა იყო მისი თეთრ სახლში მალულად სტუმრობის მიზეზი, მალე გახდა ცნობილი. image
image

როგორც სატელევიზიო არხი პასუხობს უამრავ შეკითხვებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა იმ დროისთვის, როცა ინციდენტი მოხდა, საკუთარ რეზიდენციაში იმყოფებოდა.სწორედ კვირა დღეს დაბრუნდა ობამა საზღვარგარეთიდან ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ.

ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულის შესახებ, რომელიც გახლავთ 44 წლის ბენჟამინ სმიტი, ამერიკის მოქალაქე. დაკავებულს, რომელსაც მანჰეტენზე ელოდებოდა მანქანა, აღმოაჩნდა გადაჭრილი თოფი და ერთი ბალონი ბენზინი.გავრცელებული ინფორმაციით, სმიტი ემუქრებოდა ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უმცროსს.როგორც ირკვევა, ბენჯამინ სმიტს ურთიერთობა ჰქონდა ბარბარა ბუშთან, რომელსაც დაშორდა, მაგრამ ახლა სურდა თავიდან აეშენებინა ბარბარასთან ურთიერთობა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. სააგენტო "Reuters" ცნობით, დაკავების მომენტში ის იმუქრებოდა და ბოლო ხმაზე იძახდა: - " "Буш получит свое" .image

0
32
12-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0