x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134508
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
იმერეთის მაღალმთიან რაიონებში თოვს

imageიმერეთის მაღალმთიან რაიონებში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. ტყიბულის, ჭიათურის, ბაღდათის, ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში თოვლის საფარმა 7 სანტიმეტრს მიაღწია.


როგორც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მკვიდრი როლანდ ხოჯანაშვილი ამბობს, ინტენსიური თოვა ამ დრომდე გრძელდება და გზის გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს.


"მოულოდნელად მოვიდა თოვლი. არ ვიყავით მზად და მე მგონი, არც გამგეობა იყო მზადყოფნაში. ამ დრომდე ჩემს სოფელში არ არის გზა გაწმენდილი. ვთხოვთ ადგილობრივ მთავრობას, რომ დროულად მოხდეს გზის გაწმენდა, "–აღნიშნა როლანდ ხოჯანაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. სინოპტიკოსები გამოდარებას პირველი აპრილიდან ვარაუდობენ.

0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0